მარინა სუპატაშვილი:ბატონო ბიძინა, დროზე მოიშორეთ შავი ლაქა და მიხედეთ ბიუჯეტის ყაჩაღებს თქვენივე გარემოცვიდან!

მარინა სუპატაშვილი:ბატონო ბიძინა, დროზე მოიშორეთ შავი ლაქა და მიხედეთ ბიუჯეტის ყაჩაღებს თქვენივე გარემოცვიდან!

    "ივერიონს" იპოთეკით დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფის სახელით მარინა სუპატაშვილი დაუკავშირდა და გვთხოვა ეს წერილი ადრესატამდე და ფართო მკითხველამდე მიგვეტანა. წერილში იპოთეკით დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს და მის მიერ, წინასაარჩევნოდ გაცემულ დაპირებებს ახსენებს. "ივერიონი" წერილს მცირე შემოკლებით გთავაზობთ. (სტილი დაცულია)

   "ისევე როგორც ყველა გზა რომში მიდის, ისევე ყველა გზა და ყველაფრის პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს ეკისრება, რაც კი უმსგავსობა ხდება საქართველოში , სიკეთეს კი პირი არ უჩანს, როცა ქვეყნის სათავეში მოსვლის და მართვის ამბიცია გაგიჩნდათ, ბ-ნო ბიძინა, ქართველ ხალხს გვეგონა ქართული სულით მოდიოდით და უკეთეს მომავალს მოგვიტანდით, თუმცა ვინ წარმოიდგენდა რუსულ სულს თუ ატარებდით ? 

   იყავით პრემიერ მინისტრი და შეგეძლოთ ეს საკითხი უმტკივნეულოდ მოგეგვარებინათ, თქვენი დანაპირებიც იყო ეს,  მაგრამ თქვენ და თქვენმა გუნდმა ქვეყნის ნგრევა კი არ შეაჩერეთ , მიშას კლანი თქვენი უაქციზო კლანით ჩაანაცვლეთ, ინგრევა ქვეყანა დღეს და ყოველივე ქართული ნადგურდება . 

   ქართველების გენოციდი ქართველების ხელით ხდება, თქვენს მიერ დაცული  ბანკები, მიკროსაფინანსოები,  შპს-ები და კერძო მევახშეები, ხალხისთვის უიარაღო ყაჩაღები აღმოჩნდნენ , მამა-პაპის დანატოვარ ქონებას და ჩვენს შეძენილს, რასაც საცხოვრებელი ჰქვია კაპიკებად გვართმევენ . საცხოვრებელს  როცა კარგავს ადამიანი, ეს მისთვის სასიკვდილო განაჩენია, ამიტომ იძულებული ვხდებით ქვეყანა დავტოვოთ და სხვა ქვეყანაში მოჯამაგირეებად გადავიხვეწოთ, რადგან თქვენს მიერ აყვავებული საქართველოში თქვენი კლანის გარდა სხვისი არსებობა გაჭირდა . რა ჰქვია ამ ქმედებას ? თუ არა იძულებითი გენოციდი?.

   თქვენი დაცული მევახშეები ბიუჯეტის ქურდები არიან, თუ არ გჯერათ, ჩვენ მოგაწვდით  მათ სიას და საბუთებს, ფინანსურმა პოლიციამ შეისწავლოს მათი საქმიანობა, თუ რა თანხები აქვთ  მოპარული ამ ყაჩაღებს...

   აქლემის ქურდებს იცავთ, ხოლო ნემსის ქურდს დაიჭერთ და ციხეში ამოხდით სულს, აქლემის ქურდებს კი ქვეყანას აჩანაგებინებთ,  სადაც არ უნდა წახვიდეთ, ბატონო ბიძინა, ქართველი ხალხი თქვენგან ვითხოვთ იმ დანაპირების შესრულებას, რისთვისაც  ერთსულოვნად დაგიჭირეთ მხარი,  თქვენ კი ვის იმედად დაგვტოვეთ,  უსუფაშვილის, ხიდაშელის ,საგანელიძის, ძიძიგურის თუ ბერძენიშვილის ? 

   როდესაც ბანკებში შევდივართ და მოლაპარაკებებს ვცდილობთ ყველა გვეუბნება, ივანიშვილს მოსთხოვეთ, ხომ დაგპირდათო  და მოლაპარაკებაზე ცივ უარს გვეუბნებიან . 

   ბანკების  რა გვიკვირს,  თქვენს მიერ დანიშნული დეპუტატებიც  იგივეს გვეუბნებიან, ჩვენ  არაფერს დაგპირებივართ, ვინც დაგპირდათ მას მოთხოვეთო, ხოლო თითს კი თქვენსკენ იშვერენ . 

   ეკა ბესელია ზღაპრებს გვიყვებოდა, ხან გაიძახდა სამუშაო ჯგუფს შევქმნითო, თქვენსავით დაიბანა ხელები, პასუხისმგებლობას გაექცა.

    გირჩევთ დახედეთ თქვენს ხელებს , რომლებსაც შავი ლაქა აჩნია, ეს ის ლაქაა, რომელსაც ხალხი ბუმერანგივით დაგიბრუნებთ უკან.

    ნახეთ სატელევიზიო ჩანაწერები, საინფორმაციო სააგენტოების გავრცელებული ჩვენი პრობლემები, ხან ბრალს გვდებდით "ნაციონალებთან" არიან შეკრულიო, "ნაციონალებს" ხალხმა უარი ვუთხარით.

   დეპუტატებს სიდედრები რომ  ჰყავდათ მევახშეები ეს ვიცოდით, მაგრამ თვითონაც თუ იყვნენ მევახშეები ეს ნამდვილად არა, შეგახსენებთ, ბატონო ბიძინა, თქვენს სიტყვებს, რომელსაც წასვლის დროს ხალხს ეუბნებოდით. შეთანხმება, რომლიც თქვენ ხალხთან დადეთ უკვე დიდი ხანია დარღვეულია, ეს არის  თქვენი გუნდი? 

   ზღაპრის გმირო ბიძინა, ჯადოსნური ჯოხით რომ გვპირდებოდით ქვეყანას ავაყვებო,  სად დაგეკარგათ ეს ჯადოსნური ჯოხი? ეტყობა სპილენძის აღმოჩნდა  და ძალა დაკარგა . 

   ზაქარია ქუცნაშვილი გვპირდებოდა ნოემბერში გადაიჭრება თქვენი სკაითხიო, მერამდენე ნოემბერი უნდა გავიდეს ? დეპუტატების უმრავლესობა გვეუბნებოდა,  იპოთეკით დაზარალებულთა საკითხზე ვმუშაობთო , ნამუშევარი კი ნამდვილად არაფერი არ აღმოჩნდა, პირიქით უფრო გაგვამწვავებინეს მდგომარეობა და ბოლოს გვითხრეს, მთავრობამ დაგვიბლოკა ეს საკითხიო. 

    თეა წულუკიანი  სანამ მინისტრი გახდებოდა, ერთი ქართული ზღაპრის გმირი გვაგონდება  "აქეთ გორას ფეხსა ვკრავთ, იქით გორას ძვრას ვუზამო" მაგრამ როცა  მინისტრი გახდა,  გორაკის ნგრევის რა მოგახსენოთ, მაგრამ ქართველებს ცხოვრება და სული კი ნამდვილად დაგვინგრია.

   ეკონომიკის  მინისტრი კვირიკაშვილი ეკონომიკიკას ვერ ააყვავებს,  რადგან ხალხს არ ხვდება და არ უსმენს, თავისი ეკონომიკა კი აყვავებული აქვს . 

      დროზე მოეგეთ გონს,  ხალხს რასაც დაჰპირდით შედეგი დადეთ, თუ არადა ნებით მაინც გადადექით უმაქნისებო, სხვას არაფერს აკეთებთ გარდა საკუთარი კომფორტისა, ერთადერთი ნათელი წერტილი ქართველ ხალხს ირაკლი ღარიბაშვილი დაგვრჩა, ძირძველ ქართულ ფუძეზე გაზრდილი და აღზრდილი, კეთილი ინებეთ და ხელს ნუ შეუშლით.

   თხოვნა იქნება მოგვაქციეთ ყურადღება, ვწყდებით ხალხი, რა ვქნათ, რა გზას დავადგეთ ? რა გვეშველება?"

 

 

                                    იპოთეკით დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფი: მარინა სუპატაშვილი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: