Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
22-04-2014, 18:14
ნანახია: 766

დედამიწის დღე ქუთაისში აღნიშნეს

   დედამიწის დღე ქუთაისშიც აღნიშნეს. დღეს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ  #40 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ალვის ხეები დარგო.

   პირველ კლასელებმა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი პერფორმანსიც მოაწყვეს, ხეებზე  ბარათები დაკიდეს და  ერთმანეთს დედამიწის დღე მიულოცეს.

    საქართველოში დედამიწის დღე 1990 წლიდან აღინიშნება. 

   შოთა მურღულია: ,,ერთადერთი გზა, რითაც დედამიწის მოვლა შეგვიძლია, არის გარემოს დაცვა. უნდა შევეცადოთ, შევზღუდოთ ისეთი მოქმედებები, რაც ზიანს მიაყენებს დედამიწას. ნაკლებად  დავაზიანოთ ბუნება და მოვუფრთხილდეთ დედამიწას ჩვენი კეთილდღეობისა და ჯანმრთელი მომავლისათვის".