რაში ეთანხმება ჯონდი ბაღათურია მარგველაშვილს?

რაში ეთანხმება ჯონდი ბაღათურია მარგველაშვილს?

   "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" ერთად ხელი-ხელ ჩაკიდებულებს ქვეყანა მიჰყავთ რუსეთთან ომისკენ. საქართველოს ხელისუფლება არ უნდა მონაწილეობდეს ფრიად ბრიყვულ მოწოდებებში, რომელსაც ჰქვია რუსეთის დასჯა. ეს იგივეა თავისი შესაძლებლობებით კოღო მოითხოვდეს სპილოს  დასჯას. აფხაზეთი და სამაჩაბლო არის საქართველოს ძირძველი, ქართული ტერიტორია. აქ რუსები არიან ოკუპანტები, მაგრამ როგორც მცხეთა არის ჩვენთვის, ისევეა კიევი რუსებისთვის, ეს რეალურად ერთი ხალხია- ერთი ერის, ერთი სარწმუნოების. იგივე ხარკოვი, დომბასი, დნეპრი-ეს ტერიტორიები 20-ან წლებში ბოლშევიკებმა გადასცეს. ახლა რუსებისთვის პუტინი გახდა ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც ძალა შესწავს დაიბრუნოს ეს ტერიტორიები, რუსებისთვის პუტინი დღეს იქცა გმირად, იქცა პეტრე პირველად. 

   საქართველო რუსეთთან შეიძლება შევიდეს კონსტრუქციულ ურთიერთობებში და აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნების პერსპექტივას მე ვხედავ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის პრეცედენტები, რომელიც საქართველოსთვის უფრო ხელსაყრელია და არა რუსეთისთვის და ვაჩვენოთ რუსეთს, რომ ჩვენ მათი მტრები არ ვართ და ვართ კონსტრუქციულად განწყობილები. ბევრ რამეში არ ვეთანხმები მარგველაშვილს, მაგრამ სრულიად ვეთანხმები გონივრული განცხადებების გაკეთებაში"-აცხადებს "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: