Iverioni
«    აგვისტო 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
1-05-2014, 10:48
ნანახია: 2608

მიხეილ ჯიბუტი: ანტიდისკრიმინაციული კანონის ინიციატორები საკუთარ თავს იცავენ!

 პარლამენტში წარდგენილმა ანტიდისკრიმინაციულმა კანონმა საზოგადოებაში, მათ შორის სასულიერო წრეებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. "ივერიონი" იწყებს ბლიც-ინტერვიუების  სერიას აღნიშნულ კანონპროექტთან დაკაშვირებით. ამჯერად ჩვენს კითხვებს ეკონომიკურ მეცნიერებათ დოქტორი, პროფესორი მიხეილ ჯიბუტი პასუხობს.
-    ბატონო მიხეილ, თქვენის აზრით რა გახდა  ამ კანონის დაჩქარებული წესით პარლამენტში ,,შემოგდების" მიზეზი და რამდენად სავალდებულოა ასე სულსწრაფობით მისი მიღება ევროკავშირთან ასოცირების დოკუმენტის ხელმოსაწერად?
-    ჩემის აზრით,  დოკუმენტის ხელმოწერასთან  ამ კანონს არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან, მისი პარაფირება ამ კანონის გარეშეც მოხდა. გამოცხადებულია თარიღი და ხელშეკრულებას ხელი მოეწერება, თუ რამე სისულელე არ ჩაიდინა ჩვენმა მთავრობამ.
-    გარკვეული ძალები საზოგადოებას არწმუნებენ, რომ  სექსუალურ უმცირესობათა უფლებებს დამატებითი გარანტიებით თუ არ დაიცავთ, ევროპის ნაწილი ვერ გავხდებითო. ამით ქართულ საზოგადოებას ხომ არ ვუჯანყებთ ევროპას?
-    ხელშეკრულების გაფორმების  წინაპირობაში არაფერია ნათქვამი ანტიდისკრიმინაციული კანონის ასეთი შინაარსით მიღებაზე. ევროპის წინააღმდეგ საზოგადოებას კი ის მთავრობა განაწყობს, ვინც პოლიტიკურად ყველაზე მეტად ეწინააღმდეგება  ევროპულ ორიენტაციას!
-    ამ კანონის მიღება თუ დავალება არ არის,  ჩვენი პოლიტიკოსები და მათი იდეური მხარდამჭერები რატომ იჩენენ ზედმეტ ინიციატივას და აღიზიანებენ საზოგადოებას?!
-    ეტყობა, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების ინიციატორები თავიანთ თავზე უფრო ფიქრობენ, მე არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ სხვა სარჩული შეიძლება ჰქონდეს მათ გადაჭარბებულ ინიციატივას?!

ესაუბრა ია ჯღარკავა