Iverioni
«    ივნისი 2020    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
ივნისი 2020 (4)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
7-05-2014, 17:37
ნანახია: 2071

ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკა ყველა საჯარო სკოლას ექნება

   საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლას ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკა ექნება. ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია ,,ლიტ ჯიმ"" მემორანდუმი განათლების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან უკვე გააფორმა. "ლიტ ჯის" დირექტორი აცხადებს, რომ მემორანდუმის მიხედვით კომპანია იღებს ვალდებულებას ყველა სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში ხელმისაწვდომი გახადოს ელექტრონული წიგნების კითხვის აპლიკაცია.

   პაატა სირბილაძის თქმით, მოსწავლეები და მასწავლებლები უფასოდ 100–ზე მეტი ელექტრონული წიგნით შეძლებენ სარგებლობას. მისივე ცნობით, იგეგმება თანამშრომლობა უმაღლეს სასწავლებლებთანაც: ამ მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს კავკასიის უნივერსიტეტთან, თავისუფალ უნივერსიტეტთან და სახელმწიფო უმაღლესებთან, რომლებიც ელექტრონული ბიბლიოთეკით მიმდინარე წლის სექტემბრიდან ისარგებლებენ.

   საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობას გეგმავს "თი ბი სი ბანკის"" ელექტრონული წიგნების სახლი ,,საბაც"". როგორც ,,კომერსანტს"" ,,საბაში"" განუცხადეს, კონკრეტული შეთანხმება მიღწეული არ არის, თუმცა უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ელექტრონული წიგნების პორტალებს ,,საბასა"" და ,,ლიტ ჯის"" ამ დროისთვის თითოეულს 1500–მდე წიგნი აქვთ გაციფრულებული.