მეუფე იობი:-„ნუ დავუშვებთ პარლამენტთან ერთად ჩვენს წარწყმედას, უნდა გვეშინოდეს საშინელი სასჯელისა“

მეუფე იობი:-„ნუ დავუშვებთ პარლამენტთან ერთად ჩვენს წარწყმედას, უნდა გვეშინოდეს საშინელი სასჯელისა“

  გაზეთი "საქართველო და მსოფლიო" წმინდა სინოდის წევრის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის  მიმართვას ავრცელებს, რომელსაც მცირე შემოკლებით გთავაზობთ:

   "ითვლება თუ არა საეკლესიო სასჯელი(ეპიტიმია) დისკრიმინაციად?

   დიდ და მცირე სჯულის კანონში ცოდვის ჩამდენთა მიმართ არსებობს ეპიტიმია, ანუ საეკლესიო სასჯელი, რომელიც სჯის მცოდველებს განსაზღვრული დღეებით, წლებით.    ანტიდისკრიმინაციული კანონი წინააღმდეგობაში მოდის სჯულის კანონთან, რომლის მიხედვით ნებისმიერი ცოდვა ეპიტამიით, ანუ საეკლესიო სასჯელით ისჯება.

  სჯულის კანონში წერია: "მამათმავლობას, პირუტყვქმნილობის მსგავსად, თხუთმეტი წელი განესაზღვრება, ისევე, როგორც მრუშობის გამო დასჯილებს".

მამათმავლობის ცოდვის ჩამდენებისადმი ასევე წერია: თუკი მღვდლები (ხუცესები), ანდიაკონები, ან კიდევ ეპისკოპოსები დაეცემიან, თუნდაც რომ ერთგზის იმხილონ განსრულებულ ცოდვაში და დაცემაში, მეტად ნუღარ აღასრულებენ მღვდელმოქმედებას. მსგავსადვე, რომლებიც მღვდლობამდე იქნებიან მხილებულნი იმაში, რასაც ეწოდება სიძვა, მრუშობა, მამათმავლობა, უასაკოთგამხრწნელობა, სისხლაღრევა ან მკვლელობა, ნურასოდეს მიეახლებიან მღვდლობას (ეკრძალებათ, გახდნენ სასულიერო პირები), არამედ ყოვლითურთ განიკუთვნონ მათზე დადებული ეპიტიმია (15 წ. უზიარებლობა). ხოლო იმ შემცოდეებს, რომლებსაც მღვდლობა უკვე მიღებული აქვთ, ზიარება მიეცეთ რაჟამს ინებებენ, განუკიცხველად. ამასთან, დაიკავონ მათ წიგნისმკთხველის ხარისხი და ურცხვენლად იმოქმედონ ყოველივეის, რისი მოქმედებაც ძალუძს წიგნის მკითხველს, კერძოდ "წარდგომა" თქვან, საკითხავი იკითხონ და, რასაც სხვა წიგნისმკითხველები მოქმედებენ, მათაც იმოქმედონ, ხოლო მღვდლობისგან უნდა განეყენონ".

   მაშინ, როცა სასულიერო პირს (გარდა კათოლიკოს-პატრიარქისა) კონსტიტუციით, კანონმდებლობით არანაირი სტატუსი არაქვს, გამოდის, რომ სჯულის კანონის აღმსრულებელი პატრიარქი ან ეპისკოპოსი არღვევს საერო კანონმდებლობას. თუ ცოდვის ჩამდენი სასულიერო პირი სასამართლოში იჩივლებს, ამ კანონით იგი(ეპისკოპოსი), შესაძლებელია, სცნონ დამნაშავედ და გაასამართლონ. პარლამენტიდან გვესმის, რომ ეს კანონი არ ეწინააღმდეგება მართლმადიდებლობას, რომელიც სჯულის კანონის გარეშე არ არსებობს (ეს ნიშნავს, მყარ შენობას საძირკველი გამოვაცალოთ). მართლმადიდებლობა თუ შევინარჩუნეთ, ეს სჯულის კანონის აღსრულებითაა განპირობებული. ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება სჯულის კანონს, იგი მართლმადიდებლობის წინააღმდეგაა მიმართული. გამოდის, რომ სჯულის კანონის აღმსრულებელნი საერო კანონებით უნდა დაისაჯონ. სად არის ლოგიკა და ქრისტიანული მორალის დაცვა? ამ ცოდვის ჩამდენი ადამიანები და ქალაქები _ სოდომი და გომორი ღმერთმა ცეცხლში გაახვია და დღეს მათ ადგილზე მკვდარი ზღვაა, სადაც არანაირი ცოცხალი არსება არ ბინადრობს. ამ ცოდვის ჩამდენ პირთა "დაცვით", ანტიდისკრიმინაციული კანონით, ჩვენ საღმრთო რისხვას დავიმსახურებთ. ესაა ღმრთის კანონის წინააღმდეგ წასვლა, რაც, ადრე თუ გვიან, თავის სულიერ ნაყოფს გამოიღებს. მითუმეტეს, თუ ამ ცოდვის ჩამდენი გახდება საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი ან სულაც ეკლესიის მმართველი (მსგავსი მაგალითები გვაქვს ამერიკაში თუ ევროპაში _ დიდი და მცირე ქალაქების მერები მამათმავლები არიან და ამას არც მალავენ).

  ღმერთმა გვაშოროს! ღმერთმა დაგვიფაროს!

   ყველა წინასწარმეტყველი თუ მოციქული, ყველა ჭეშმარიტი მოძღვარი ერს მოუწოდებდა ნებისმიერი ცოდვის მიტევებას, ჭეშმარიტ სინანულს. ...

   ...ვის აქვს იმის უფლება, რომ საერო განსაკუთრებული კანონით ცოდვა დააკანონოს და ცოდვის ჩამდენნი "დაიცვას"?! სჯულის კანონი ამ ცოდვის ჩამდენთა გამოსწორების საშუალებას იძლევა და კრძალავს მათ (მამათმავალთა) სასულიერო პირებად კურთხევას. საერო კანონი კი ღმრთივგაბრძნობილი მამების დადგენილებას დისკრიმინაციად მიიჩნევს და სჯულის კანონის წინააღმდეგაა მიმართული. მიმდინარეობს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის, ღმრთის მიმდევრებსა და ეშმაკის მიმდევრებს შორის. "ანტიდისკრიმინაციულმა კანონმა" წარმოაჩინა "ვინ ვინ არის", საჭიროა გულისხმიერება და ყველაფერი ნათლად გამოჩნდება, "არა არს დაფარული, რომელი არა გამოჩნდეს, და არცა საიდუმლო, რომელი არა გამოცხადნეს" (მთ.10, 26).

    იმისგამო, რომ ხელისუფლებას, ჩვენს მთავრობას, პარლამენტარებს არ ესმით საღმრთო კანონები, შეგნებულად თუ შეუგნებლად სრულ იგნორირებას უკეთებენ მათ. ნუ დავუშვებთ მათთან ერთად ჩვენს წარწყმედას, უნდა გვეშინოდეს საშინელი სასჯელისა. თუ ვერ გვასწავლა ჩვენ უფლის საშინელმა ხელმა და რისხვამ, რაც მოხდა ადამ და ევადან, წარღვნის, სოდომ-გომორის სასჯელმა, მრავალგზის ჩვენი უსჯულოებისა და ცოდვების გამო მიგვატოვა უფალმა, მოგვივლინა საშინელი რბევა და აწიოკება, მიწისძვრები, მტერთა შემოსევები, სიწმინდეების შებილწვა, ეკლესია-მონასტრების ძარცვა და დაქცევა. თუ ეს ყველაფერი ვერ შეიცნო ადამიანმა და ვერც მიხვდა, რომ ამის გამო გადმოვიდა ჩვენზე ღმრთის რისხვა, მაშინ რაღა გვაქვს მათთან(მთავრობასთან) საერთო?! ჩვენ, სასულიერო პირები, საჯაროდ თუ ცალკე, უნდა შევაგონებდეთ მათ ჭეშმარიტებას. ნუ დავუშვებთ, რომ მივყვეთ მათ სიბოროტეში. უკეთესია, ვილოცოთ, რომ შევიძინოთ ისინი და გამოვიხსნათ ბოროტის მახისგან.

   არამგონია, ჩვენს მთავრობასა და პარლამენტარებს ჩვენს დიდ წინაპრებზე მეტი სიყვარული და მეტი ჰუმანურობა გააჩნდეთ. ესაა სხვისი კარნახით დაწერილი კანონი იმათთვის, ვინც მას ხმა მისცა, არ იცის მნიშვნელობა ცოდვის მიზეზით ღვთისგან მოვლენილი სასჯელისა. ჩვენ ვართ ცოცხალი ერი, რაც გულისმობს: გვაქვს ჭეშმარიტი სარწმუნოება _ მართლმადიდებლობა. ქვეყანა ან ერი, რომელსაც არ აქვს ჭეშმარიტი სარწმუნოება, მკვდარია და ცხოვრებისეულ დინებას მიჰყვება... 

   ...და ისმის კითხვა _ ვინაა უფალთან? ისევ უფალი გვიპასუხებს: "რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემთანა დადგორომილარს, და მემისთანა"(ინ. 6,56). აქედან გამომდინარე, ვინც დაშორდა უფალს და ეკლესიურად არ ცხოვრობს, იგი სულიერად მკვდარია და ასეთი სულიერი მკვდრები არიან ცალკეული ადამიანები და ასეთ ადამიანთა მიერ შემდგ არი ერები და ქვეყნები.

   ნუ დავარღვევთ სჯულის კანონს! რუის-ურბნისის საეკლესიო კრების გადაწყვეტილებები დღესაც აქტუალურია. სწორედ რუის-ურბნისის კრების დადგენილებამ დაუდო საფუძველი საქართველოს სულიერ და მატერიალურ აღმშენებლობას. "ძლევაი საკვირველს" _ უთანასწორო ომში ზეციურ შეწევნას, ხილული თვალით იხილვებოდა ბრძოლის ველზე თვით წმინდადიდმოწამე გიორგი _ მფარველი ჩვენი ერისა. თუ ეს ყველაფერი ზღაპრად გეჩვენებათ, მაშინ ჩვენ ყველაფრის ღირსი ვყოფილვართ. გვაქვს არა დაუმონებელი თავისუფლება, არამედ დამონებული, რაც სახეზეა. რასაც გვკარნახობენ, იმას ვიღებთ ბრმად და განუსჯელად, ერთან და ბერთან შეუთანხმებლად. სწორედ ესაა დამონებული თავისუფლება _ დამონებული ფსიქოლოგია. ასეთი მდგომარეობით ჩვენ წინ ვერ წავალთ, თუ ვინმეს ჰგონია, მატერიალური კეთილდღეობა წინსვლაა, იცოდეს, რომ იგი მოჩვენებითი და დროებითია. უფალმა უწყის ქართველი კაცის ბუნება და ხასიათი, გვიფრთხილდება, რომ სულიერად არ დავიღუპოთ, არ მივეჯაჭვოთ მიწიერს და წარმავალს. ამიტომ ჩვენი ქვეყანა არასოდეს ყოფილა დალხენილი და განებივრებული ცხოვრებით. ყოველთვის ბრძოლა და გაჭირვება თან გვდევდა, სწორედ ეს არის ღმრთის დიდი მოწყალება ქართველი ერისადმი. უფალი სულიერი ძილისა და ნებივრობისათვის არ გვიმეტებდა და მოგვიწოდებდა:

"სდექით მტკიცედ და შეურყეველად!" მართლმადიდებლურ ჭეშმარიტ სარწმუნოებაში.

გამოვფხიზლდეთ! ვიმოქმედოთ! გავძლიერდეთ!

 უფალი იყოს ჩვენი შემწე!"

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: