სერგეენკო ოპტიმისტურად არის განწყობილი

სერგეენკო ოპტიმისტურად არის განწყობილი

   ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კოალიცია "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის გამარჯვებაში დარწმუნებულია და აცხადებს, რომ დავით ნარმანია ღირსეული პოლიტიკოსია.

   -"ოპტიმიზმის იმედს გვაძლევს ის ერთად გატარებული დრო, რომელიც ერთ გუნდში მუშაობისას დავხარჯეთ. დავითის მუშაობის შეფასება, რომლის შეფასების საშუალება, მე ძალიან კარგად მომეცა ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ის ერთობლივი პროექტები, რომლებიც ჩვენ - ჯანდაცვამ და ინფრასტრუქტურამ განვახორციელეთ, მენეჯმენტისა და მართვის ის სტილი, რომელიც დათოს აქვს, ყოველგვარი ზედმეტობისა და ზედმეტი ფასადის გარეშე, შედეგზე ორინეტირებული მუშაობა – ყველაფერი ეს  და არა მარტო, ოპტიმიზმის საშუალებას მაძლევს".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: