Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
20-05-2014, 23:06
ნანახია: 1305

მამაკაცებმა მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონი ვერ გაიყვეს

    ქუთაისში წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტი მოხდა, რამდენიმე მამაკაცი ერთმანეთს მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონის გამო დაუპირისპირდა, მამაკაცებმა ორი მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონი ვერ გაიყვეს, რაც დავის მიზეზი გახდა, ეს ქალები, როგორც ამბობენ წითელი ხიდის წინ  განთავსებული საპირფარეშოების ახლო-მახლო დგებიან და კლიენტებს შეღავათიან ფასებში სთავაზობენ თავს, საწყისი ფასი, როგორც ერთ-ერთი მოპირისპირე მხარე ამბობს 6 ლარია,  უმაღლესი კი-30 ლარი. 

   -"წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, უკვე საროსკიპოთაა გადაქცეული, აქ გაჩერებაზე ოჯახის ქალებს გვერიდება გაჩერება, იმიტომ რომ აქ მხოლოდ ესენი დგანან, წითელ ხიდზე მოდებულები არიან და გვიტეხენ სახელს, გაჩერებაზე მდგომი ქალბატონი, რომელიც ფეხზე დგომით დაიღალა და აქვე მოსაცდელთან ჩამოჯდა, ძალიან ხშირად გამვლელეს მსუბუქი ყოფაქცევის ჰგონია და უხერხული სიტუაციები იქმნება, დაპირისპირება სწორედ აქ მოხდა. დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთ ქალბატონს კლიენტმა მოაკითხა და ფასში ვერ მორიგდნენ"- ამბობს თვითმხილველი. 

   "ივერიონი" შეეცადა  გასაუბრებოდა დავის მიზეზ ქალბატონებსაც, მაგრამ მათ საუბარი არ ისურვეს.

დავით ცხვარაძე