Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
24-05-2014, 15:42
ნანახია: 603

ვახტანგ ჟორდანია:-„დაპირებები ხალხისთვის არაფრის მთქმელი არ არის“

    „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ ნათლუხის რაიონის მე-9 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ვახტანგ ჟორდანია წინასაარჩევნოდ შექმნილ არათანაბარ გარემოზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ადგილი აქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასაც.

   -„კონკრეტულად შემიძლია გითხრათ იმ რაიონზე, სადაც მე მაჟორიტარ კანდიდატად ვარ წარდგენილი. გუშინ მუნიციპალიტეტმა ჩაატარა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მხარდასაჭერი საკონცერტო აქცია. არსებულ არათანაბარ გარემოში ძნელია ბრძოლა, მაგრამ ჩვენ მაინც მივაღწევთ იმ შედეგს, რომელზეც ვართ ორიენტირებული. ბევრი პრობლემაა დაფინანსების კუთხითაც. ჩემი ნაცნობი და მეგობარი ბიზნესმენებიც კი გვერდს მივლიან უკვე და სატელეფონო ზარებსაც არ პასუხობენ. ეს მხოლოდ იმით აიხსნება, რომ მათ ჩვენთან ურთიერთობა პრობლემებს შეუქმნით. მე არ ვიცი, ეს გამოყოლილი შიშია იმ 9 წლიანი მდგომარეობიდან, თუ ისევ მარწუხებია, ყოველ შემთხვევაში არ არის ისეთი სიტუაცია, რომ ვისაც ვინ უნდოდეს ის დააფინანსოს“.

   ჟორდანიას განცხადებით „არასაპარლამენტო ოპოზიცია“ დაკომპლექტებულია უფრო მეტად ახალი სახეებით და საკმაოდ დიდი პრობლემები იქმნება მედია გაშუქების მხრივაც.

  -„ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც მოსახლეობის წიაღიდან გამოვედით, არ ვართ ცნობადები, მაგრამ ვიცით ერთი რამ-ქვეყანაში სასწრაფო და კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი, ვიცით იმ უბნების პრობლემები, საიდანაც გამოვედით, რადგან ეს პრობლემები ჩვენც ყოველ დღე ყოველ ნაბიჯზე გვხვდება. შეხვედრაზე ადამიანები იმაზე კი არ საუბრობენ, რომ პირობები არ აქვთ, არამედ იმას წუხან, რა ვაჭამოთ შვილებსო“.

   ვახტანგ ჟორდანიას განცხადებით, ახლა დროა ხელისუფლებაში ისეთი ადამიანები მოვიდნენ, რომლებიც მოსახლეობის გასაჭირს მთავრობასთან მიიტანენ, შესაბამის სტრუქტურებს მიაწოდებენ და იქნებიან შუამავალნი და ხალხსა და ხელისუფლებას შორის. „დღეს სოციალური ფონია გაცილებით მნიშვნელოვანი და მათ ერთი საწუხარი აქვთ-რა ეშველებათ და როგორ გააღწევენ თავს ამ მდგომარეობას“-აცხადებს ჟორდანია. მისივე თქმით დღეს მიდგომა და დამოკიდებულება არ არსებობს.

   -„დღეს ჩვენი საარჩევნო კამპანია საერთოდ არ აინტერესებთ ხალხს, იმედგადაწურულები არიან, დაპირებისაც არ სჯერათ, რადგან დაპირებები ხალხისთვის არაფრის მთქმელი არ არის“.

 

   მისი თქმით პრიორიტეტია ხალხი, განსაკუთრებით სოციალურად დაბალი ფენა, ასევე მცირე ბიზნესი, რომელზეც დგას ქვეყნის ეკონომიკა.