ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი 2014

ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი 2014

30 მაისს  კულტურის სამინისტროში გაიხსნა ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი გამომცემლებისთვის, მთარგმნელებისა და მწერლებისთვის.

ფორუმ-დიალოგის ეგიდით, 31 მაისს,  თბილისს 17-მდე უცხოელი გამომცემელი, ჟურნალისტი, მთარგმნელი და ლიტერატურის აგენტი ეწვევა (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, შვეიცარია, უნგრეთი, ბულგარეთი).

სამდღიანი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სტუმრების ვიზიტი თბილისის წიგნის XVI საერთაშორისო ფესტივალზე.

V ლიტერატურული ფორუმ-დიალოგის მიზანია, ხელი შეუწყოს როგორც ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ, ასევე - უცხოური ლიტერატურის პოპულარიზაციას საქართველოში.

 ლიტერატურული ფორუმ–დიალოგი იმართება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, გოეთეს ინსტიტუტის, ფრანგული ინსტიტუტისა და ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: