დავით ნარმანია:-"დარღვევას და გადაცდომას დარწმუნებული ვარ, ადგილი არ აქვს"

დავით ნარმანია:-"დარღვევას და გადაცდომას დარწმუნებული ვარ, ადგილი არ აქვს"

   "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ კადრებს, რომელშიც ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკის N97 საარჩევნო უბანზე განვითარებული მოვლენებია ასახული, სადაც მათი განცხადებით დავით ნარმანიას დედა პირადად აკონტროლებდა ამომრჩევლის ნებას თავად დავით ნარმანია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დედამისს კანონი არ დაურღვევია.

   "ის ცალკეული ქმედება, რაც მისი მხრიდან იყო განხორციელებული, არის დედობრივ მზრუნველობასთან დაკავშირებული საკითხი და კანონმდებლობის რაიმე სახის დარღვევას და გადაცდომას, დარწმუნებული ვარ, ადგილი არ აქვს"-აღნიშნა დავით ნარმანიამ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: