თეა წულუკიანი:-""ნაციონალებისგან" მიჩვეულნი ვართ აჟიოტაჟის შექმნას იმისთვის, რომ ტელევიზორში გამოჩნდნენ"

თეა წულუკიანი:-""ნაციონალებისგან" მიჩვეულნი ვართ აჟიოტაჟის შექმნას იმისთვის, რომ ტელევიზორში გამოჩნდნენ"

   ზურაბ ჭიაბერაშვილის უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დატოვებას და განცხადებას, რომ პარტია იფიქრებს სამომავლოდ გააგრძელოს თუ არა მუშაობა კომისიასთან, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის  კომისიაში ყოფნა მათ ინტერესებშია. წულუკიანი დარწმუნებულია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კომისიის მუშაობაში მონაწილეობას გააგრძელებს. 

  - "ძალიან კარგია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი მთელი წინასააარჩევნო პერიოდის განმავლობაში და 29 ივნისს ჩატარებული არჩევნების პერიოდშიც ჩვენს კომისიასთან მუშაობდა. იმედი მაქვს, ისინი როგორც შარშან გააკეთეს, წელსაც ალბათ, ნიუსი შექმნეს, მაგრამ წერილობით ჩვენთან ურთიერთობას გააგრძელებენ, რადგან ეს მათივე კანდიდატის ინტერესებშია. ზურაბ ჭიაბერაშვილის კომისიის სხდომაზე მოსვლა ჩემს ინტერესში არ არის, ამიტომ მათ ჩვენთან მუშაობა უნდა გააგრძელონ და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ამ თემაზე აჟიოტაჟს ნუ ავყვებით, რადგან "ნაციონალებისგან" მიჩვეულნი ვართ აჟიოტაჟის შექმნას იმისთვის, რომ ტელევიზორში გამოჩნდნენ"-განაცხადა წულუკიანმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: