ოთარ ჩრდილელი:-"უგულავა იქცა თბილისის ამირად, რომელსაც მხოლოდ უფლება ჰქონდა და არანაირ ვალდებულებას არ გრძნობდა"

ოთარ ჩრდილელი:-"უგულავა იქცა თბილისის ამირად, რომელსაც მხოლოდ უფლება ჰქონდა და არანაირ ვალდებულებას არ გრძნობდა"

   უგულავას დაკავებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი გამოეხმაურა. მისი თქმით "გიგი უგულავა, ისევე როგორც "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე ლიდერი, არის საზოგადოებისთვის ოდიოზური, მარგინალი პიროვნება, რომელიც მაკიაველიზმის უბადლო მიმდევარია.

   -"უგულავა და ძმანი მისნი, "ნაცმოძრაობის" ზეობის დროს იყვნენ თავგასული, ქარაფშუტა, ცინიზმითა და ღვარძლით გატიკნილი ფეოდალები, რომლებიც არად აგდებდნენ მოსახლეობის აზრს. მეტიც, ღიად და აგრესიულად დასცინოდნენ ერს და ბერს. უგულავა იყო "ნაცმოძრაობის" ელიტარულ პატრიცთა ხელშეუხებელ კასტაში. სააკაშვილ-მერაბიშვილ-ბოკერია-ადეიშვილ-უგულავას პოლიტიკური კვინტეტი წყვეტდა ქვეყნის ბედს. დედაქალაქის ყოფილ მერს ბრალად წარდგენილი აქვს თბილისის ბიუჯეტიდან 50 მილიონამდე ლარის გაფლანგვა. ეს ასტრონომიული თანხაა. კეთილი ინებოს ექსმერმა და გამოძიების კონკრეტულ კითხვებზე, კონკრეტული პასუხი გაცეს და არ იმეოროს თუთიყუშივით, რომ პოლიტიკური დევნაა. უგულავასთან თბილისელებს კიდევ მრავალი კითხვა აქვთ, მათ შორის ისიც, სად წავიდა მილიონამდე ლარი, საუბარია "სითი პარკის" თემაზე. ასევე, დაკავებულია უგულავას ქვისლი, ვინმე ღონიაშვილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობის უკანონო თანხების ლეგალიზაციის ბრალდებით. უგულავა, დედაქალაქის მერობისას, ბიუჯეტის ხარჯზე, ოჯახის წევრებთან ერთად წელიწადში სამჯერ იმყოფებოდა მსოფლიო გართობისა და სათამაშო ბიზნესის ცენტრში, ლას-ვეგასში. ხოლო როდესაც სკანდალი ატყდა, მისთვის ჩვეული უტიფრობით განაცხადა, რომ 1700 კაზინოს მქონე ქალაქში, ნაგვის მანქანების დასათვალიერებლად იყო. უგულავას მისი პარტიის ლიდერივით უყვარდა ფუფუნება. ყველას, რომ გვეგონა, დიეტას იცავდა, თურმე დედაქალაქის მერი და პრეზიდენტად წოდებული სააკაშვილი, ცნობილ ავსტრიულ კურორტზე გასახდომ პროცედურებში 115 ათას ლარს ხარჯავდნენ. ეს ბიუჯეტის ვირთხები, ამ ყველაფერს დაცვის სპეციალური სამსახურის ანგარიშიდან ხარჯავდნენ და გრიფი "საიდუმლოთი" მალავდნენ. გიგი უგულავა არ იყო მერი, ის იქცა თბილისის ამირად, რომელსაც მხოლოდ უფლება ჰქონდა და არანაირ ვალდებულებას არ გრძნობდა".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: