ირაკლი ღარიბაშვილი:-"ჩვენ გვინდა ევროპაში შესვლა, ამიტომ კანონზე მაღლა არც ერთი ადამიანი არ უნდა იდგეს"

ირაკლი ღარიბაშვილი:-"ჩვენ გვინდა ევროპაში შესვლა, ამიტომ კანონზე მაღლა არც ერთი ადამიანი არ უნდა იდგეს"

   გიგი უგულავას დაკავებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა:

   -"თქვენ იცით, რაც ხდება ევროპაში. სულ რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააკავეს. დაკითხვის მიზნით მიიყვანეს და დააკავეს. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ჩვენ გვინდა ევროპაში შესვლა. ჩვენ გვინდა ევროპული დემოკრატია, ევროპული სტანდარტები. სწორედ ამ სტანდარტებს ვნერგავთ ჩვენ, რომ კანონზე მაღლა არც ერთი ადამიანი, მიუხედავად მისი პოლიტკური კუთვნილებისა, მისი ყოფილი თანამდებობისა, არ უნდა იდგეს. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი"

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: