სოსო მანჯავიძე:-"ე,წ.''რუსთავის ხელშეკრულებასთან" არც "პატრიოთთა ალიანსს" და არც პირადად მე არავითარი საერთო არა გვაქვს"

სოსო მანჯავიძე:-"ე,წ.''რუსთავის ხელშეკრულებასთან" არც "პატრიოთთა ალიანსს" და არც პირადად მე არავითარი საერთო არა გვაქვს"

   დღეს რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ,,ჩვენი საქართველოს" რუსთავის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ეროსი კიწმარიშვილმა, ,,არასაპარლამენტო ოპოზიციის" კანდიდატმა ალექსანდრე ბერიძემ, ,,ნინო ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიციის" კანდიდატმა კობა ძლიერიშვილმა და ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატმა ივანე შათირიშვილმა, ,,ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის მერობის კანდიდატ მამუკა ჩიქოვანთან ერთად გააკეთეს.

   რუსთავის მერობის ყოფილმა კანდიდატებმა და ,,ნაცმოძრაობიდან" რუსთავის მერობის კანდიდატმა, მამუკა ჩიქოვანმა დღეს სიმბოლურად ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებასაც მოაწერეს ხელი.

   ,,ათასობით ამომრჩეველს, რომელმაც მე დამიჭირა მხარი, ვთავაზობ, რომ თუ მათ სჯეროდათ, რომ მე მოვიტანდი რუსთავში 100მილიონიან ინვესტიციას და ამის ხარჯზე შევქმნიდი 10 ათას სამუშაო ადგილს, გავუორმაგებდი პენსიებს, იგივე ვალდებულებას ვიტოვებ მათ წინაშე, ოღონდ ამ ვალდებულების შესასრულებლად, მე კონტრაქტს ვაფორმებ მამუკა ჩიქოვანთან. თუ ისინი არჩევნებში მხარს მამუკა ჩიქოვანს დაუჭერენ, ორშაბათიდან ერთად ვიწყებთ ამ პროექტის და მათი სხვა ხედვების ერთობლივ რეალიზაციას," - განაცხადა ეროსი კიწმარიშვილმა.

   დღევანდელ ბრიფინგს გამოეხმაურა ,,ქართული ოცნების" რუსთავის მერობის კანდიდატი დავით ჯიქია. მისი განცხადებით, რუსთავის მერობის ყოფილი კანდიდატების მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, ცხადყო, რომ ისინი 15 ივნისამდეც აქტიურად უჭერდნენ მხარს ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას."

"ჩემი აზრით, ისინი არჩევნებამდეც უჭერდნენ მხარს იმ მმართველობას, რაც 9 წლის განმავლობაში იყო საქართველოში. ,,ქართულმა ოცნებამ" დაამტკიცა, რომ ხელისუფლება არ აპირებს ძალმომრეობით და დარღვევებით ქვეყნის მართვას. მე მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით მათი პარტიების თავმჯდომარეების, თუნდაც ნინო ბურჯანაძის, კახა კუკავას ან ირმა ინაშვილი ხედვა, უჭერენ ისინი მხარს ამ 9 წლიან მმართველობას? 12 ივლისს, რუსთავში არის არჩევნების მეორე ტური და ამ არჩევნებში, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ," - განაცხადა დავით ჯიქიამ. რუსთავის მერის პოსტის დასაკავებლად, 12 ივლისს, არჩევნების მეორე ტურში, ერთმანეთს ,,ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ჯიქია და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი მამუკა ჩიქოვანი დაუპირისპირდებიან.

   აღნიშნულ ხელმოწერას გამოეხმაურა "პარტიოტთა ალიანსი" და ალიანსის წევრი სოსო მანჯავიძე.

   სოსო მანჯავიძე:-"მინდა საზოგადოებას ვაცნობო ,რომ ე,წ.''რუსთავის ხელშეკრულებასთან" არც "პატრიოთთა ალიანსს" და არც პირადად მე არავითარი საერთო არა გვაქვს,ბატონმა ნუკრი შათირიშვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო დამოუკიდებლად და ამის გამო ჩვენ ვწყვეტთ მასთან ყოველგვარ ურთიერთობას. ჩვენს მომხრეებს რუსთავში და საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოვუწოდებთ არავითარ შემთხვევაში არ დაუჭირონ მხარი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს".

   ალიანსმა კი განცხადება გაავრცელა:

   "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, არცერთ ქალაქში თუ რაიონში "ნაციონალურ მოძრაობას" მხარს არ უჭერს. პარტიის ყველა წევრი, რომელიც ალიანსთან შეუთანხმებლად გააკეთებს განცხადებას, სხვა საარჩევნო სუბიექტებისთვის მხარდაჭერის შესახ დაუყოვნებლივ გაირიცხება!"

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: