"ახალგაზრდა ადვოკატები" პრემიერს მიმართავენ

"ახალგაზრდა ადვოკატები" პრემიერს მიმართავენ

   არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიმდინარე ტენდერში წარმოშობილ სირთულეებზე ამახვილებს ყურადრებას და მთავრობას საკიტხით დაინტერესებას ურჩევს. ორგანიზაციის ტქმით აუცილებელია დროულად მოხდეს კონტრაქტორი კომპანიის დასახელებაც.

     "ახალგაზრდა ადვოკატების" იურისტის,  ჯაბა სირაბიძის განცხადებით, ობიექტურად უნდა შეფასდეს ტენდერთან დაკავშირებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება, ვინაიდან მომავალში გამოირიცხოს ისეთი მოულოდნელობები, რომელიც გავლენას იქონიებს საგანმანათლებლო სფეროს მდგრადობაზე.

   "მნიშვნელოვანია, დადგინდეს და შეფასდეს სამინისტროს მხრიდან გამოცხადებული ტენდერის ხარვეზით დასრულების მიზეზები, გამოვლინდეს პასუხისმგებელი წრე და შეცდომები, რომელმაც გამოწვევის წინაშე დააყენა მთავრობა.

 

   -"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი მზადყოფნა უნდა გამოევლინა და მყარი ყოფილიყო ტენდერის რისკ-ფაქტორების დანახვა. საკამათოა სატენდერო პირობა, რომლის თანახმადაც, ნეთბუქის შემსრულებელ კომპანიას პროდუქტის წარმოების 10-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონოდა. ასეთი პირობა, მოცემული ტენდერის პირობებში, პირველი შემთხვევა და სიახლე აღმოჩნდა, საქართველოს ბაზარზე კი, ასეთი გამოცდილების მქონე კომპანიები, ჯერ-ჯერობით, არ არსებობს. ამასთან, მნიშვნელოვანია მკაფიო გახდეს, თუ რატომ იღებდნენ ტენდერში მონაწილეობას შემდეგი ქართული კომპანიები- "ალგორითმი" და "იუ ჯი თი", თუ ისინი შემოთავაზებულ საკონკურსო კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ, ხოლო თუ ქართული კომპანიების ტენდერში მონაწილოება მათი უცხოელი პარტნიორების ფაქტორით გადაწყდა, რატომ არ განხორციელდა  ტენდერი,  მთავრობის მხრიდან სასწავლო წლის დაწყებამდე 4 თვით ადრე ტენდერის გამოცხადება საკმარისი პერიოდი იყო ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებისთვის, თუმცა, არ მომხდარა იმ გარემოების მკაფიოდ გათვალისწინება, ტენდერის ჩავარდნის შემთხვევაში, რა გეგმის მიხედვით იმოქმედებდა სამინისტრო. ამიტომაც, მოცემულ ეტაპზე, საქართველოს მთავრობას მართებს პასუხიმგებლობა, მიიღოს საკითხთან დაკავშირებით სწრაფი გადაწყვეტილებები. ამიტომაც, ორგანიზაცია გამართლებულად მიიჩნევს 46 000 ცალი ნეთბუქების შეძენას პირდაპირი შესყიდვის გზით",- განაცხადა ჯაბა სირაბიძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: