"ნაციონალურმა მოძრაობამ" მთავარი პროკურატურისგან პასუხი მიიღო

"ნაციონალურმა მოძრაობამ" მთავარი პროკურატურისგან პასუხი მიიღო

   "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ადვოკატმა გოგა ონიანმა ბრიფინგი გამართა

   -"2014 წლის 2 ივლისს შევიტანეთ საჩივარი მთავარ პროკურატურაში, სადაც ვითხოვდით გამოძიების დაწყებას კანონიერი ქურდის რომან ბარბაქაძის, ე.წ. "რემენას" საქართველოში უკანონო შემოყვანის ფაქტთან დაკავშირებით. გუშინ მივიღეთ პასუხი პროკურატურიდან, სადაც წერია, რომ 1997 წლის შემდეგ, "რემენას" შემოსვლა საქართველოში არ ფიქსირდება. ჩვენი პოზიციაც სწორედ ეს იყო, რომ არ იყო დაფიქსირებული და ისე შემოიყვანეს საქართველოში. სამწუხაროა, როდესაც ვიცე - პრემიერისა და სხვა ნებისმიერი ადამიანის ინტერესებიდან გამომდინარე, ხელისუფლება მზად არის უკრაინის ხელისუფლებას პირდაპირ უთხრას, რომ მათ მიერ მოპოვებული ყველა დოკუმენტი არის მცდარი, ტყუილი. მაშინ, როდესაც უკრაინა აცხადებს, რომ ბარბაქაძის დეპორტირება მოახდინა საქართველოში და კონკრეტულ დოკუმენტებს ასაჯაროებს, ეს არ ხდება საქართველოს ხელისუფლებისთვის იმის საფუძველი, რომ დაიწყონ გამოძიება და დაადგინონ, რატომ არ მოხდა რომან ბარბაქაძის შემოყვანის აღწერა შესაბამის დოკუმენტებში და მზად არიან, უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენონ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული ქვეყანა ერთი ან რამდენიმე ადამიანის ინტერესების გამო"-განაცხადა ონიანმა.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: