ოქტომბრიდან თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრი იხსნება

ოქტომბრიდან თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრი იხსნება

   დღეს, 17 ივლისს, 11:30 საათზე, კულტურის სამინისტროში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და დიდი ქართველი რეჟისორი თემურ ჩხეიძე პრესკონფერენციას გამართავენ.

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და რეჟისორ თემურ ჩხეიძის ინიციატივით, 2014 წლის ოქტომბრიდან გაიხსნება თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრი, რომელსაც თავად რეჟისორი უხელმძღვანელებს.

 

ცენტრი იმუშავებს სახელოსნოს პრინციპით, სადაც თეატრის რეჟისორები, დრამატურგები და თეატრმცოდნეები ორი სასწავლო წლის განმავლობაში, სამეფო უბნის თეატრის ბაზაზე თავიანთ პროფესიულ უნარებს სრულყოფენ და შესაბამისი სპეციალობების თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს დაეუფლებიან. ცენტრის მიზანია ქართული სასცენო ხელოვნების განვითარება, საერთაშორისო ტენდენციების გაცნობა, თეატრის ახალგაზრდა სპეციალისტთა დაოსტატება და მაღალმხატვრული თეატრალური პროდუქციის შექმნა. სასწავლო პროცესი უშუალოდ თემურ ჩხეიძის ხელმძღვანელობით წარიმართება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: