"ნაციონალური მოძრაობა" თბილისის საკრებულოსგან პატიცისცემას ითხოვს

"ნაციონალური მოძრაობა" თბილისის საკრებულოსგან პატიცისცემას ითხოვს

   დღეს დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს, ასევე კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებს ირჩევენ.

   "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა კი თბილისის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი აბესაძემ გაავრცელა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება 2 მიზეზის გამო მიირეს:

   -"პირველი - ჩვენ ვერ მოვისმენთ უპატივცემულო დამოკიდებულებას დეპუტატებისადმი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებისადმი. საკრებულოს სხდომის დღეს ადგილი ჰქონდა მათ საგამოძიებო უწყებაში დაბარებას. მეორე მიზეზი კი იყო ის, რომ საკრებულო აგრძელებს მიღებული მითითებების შესრულებას და მათ არ სურთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს წინა დღით გააგებინონ საკითხების შინაარსი. ასეთ პირობებში სხდომაში მონაწილეობას არანაირი აზრი არ აქვს. ჩვენ მზად ვართ ყველა შეკითხვას ვუპასუხოთ, თუმცა ამას მაინცდამაინც საკრებულოს სხდომის დღეს ნუ მოგვთხოვენ".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: