ავღანეთიდსან 23-ე ბატალიონის კიდევ ერთი ნაკადი ჩამოვიდა

ავღანეთიდსან 23-ე ბატალიონის  კიდევ ერთი ნაკადი ჩამოვიდა

თავდაცვის სამინისტროს პრეს სამსახურის ინფორმაციით, 23-ე ქვეითი ბატალიონის მორიგი ნაკადი სამშობლოში დღეს დაბრუნდა.

ბატალიონი 4 თვის განმავლობაში ბაზა „ლეზერნეკზე „ ამერიკული კონტინენტის შემადგენლობაში     ISAF-ის მისიას ასრულებდა.

„23-ე ბატალიონი ბოლო ქართული ქვედანაყოფია, რომელიც ISAF-ის მისიის ფარგლებში დავალებებს , ჰელმადის პროვინციაში საბრძოლო დავალებებს საქართველოს მისიის ქვეშ ასრულებდა. ავღანეთში საქართველოს სამშვდობოები ამერიკული კონტიგენტის შემადგენლობაში იღებდნენ მონაწილებას.“ - ნათქვამია განცხადებაში.

150 სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი, მეორე მსუბუქი ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ზაზა ჩხაიძე ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე დახვდნენ. მათ სამხედროებს საქართველოში დაბრუნება მიულოცეს  და მისიის წარმატებით დასრულებისთვის მადლობა გადაუხადეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: