Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (6)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
26-07-2014, 15:12
ნანახია: 1244

რატომ ვერ დატოვებს გიორგი სიგუა თანამდებობას, რატომ ჰგონია შვილს ტრაილერის მძღოლი და ბოდიშის მოხდა ექსკლუზიურად

   ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა "რუსთავი 2"-ის ეთერით საზოგადოებას მიმართავს

 

   -"მინდა ყველას ერთად მოვუხადო ბოდიში ექსკლუზიურად, რათა წერტილი დაესვას ამ ბოდიშების თემას. პირველ რიგში მინდა ბოდიში მოვუხადო მამაჩემს, რომელიც არის დაავადებული სიმსიმნით, ხშირად მირეკავს და ვერ ვესაუბრები, მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს ოჯახს, რომელსაც ხშირად ვერ ვნახულობ, ბოდიში მოვუხადო ჩემს 3 წლის შვილს, რომელსაც ვგონივარ ტრაილერის მძღოლი, რადგან მანქანით სულ დამაქვს ბალიში, საბანი, სამი წყვილი ტანსაცმელი, რადგან ხან მთაში ვარ, ხან ბარში, მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს მეუღლეს, რომელიც მთხოვს ტელეეკრანზე მაინც დამინახოს, მინდა ბოდიში მოვუხადო ზუგდიდელ მარიკა თოდუა არავის, ჩემი როგორც აღმოჩნდა არაეთიკური გამონათქვამისთვის, მინდა ბოდიში მოვუხადო ეკონომიკის მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, რომელსაც უხდება ჩემს მაგივრად ბოდიშის მოხდა ჩემი არაორდინალური საქციელის გამო, მაგრამ სამწუხაროდ ვერ დავტოვებ თანამდებობას და ვერ წავალ სამსახურიდან, რადგან ჩემი მრავალშვილიანი ოჯახისთვის ჩემი სარგო ერთადერთი შემოსავალია, მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას, ვისაც აღიზიანებს, რომ საერთოდ ვარსებობ, მინდა ბოდიში მოგიხადოთ ყველას და ვთქვა, რომ ეს სიცოცხლე არის ძალიან ხანმოკლე, არავინ არ იცის რა იქნება ხვალ, არავინ არ იცის როდის მოხვდება შენს თვითმფრინავს ვიღაც სულელის მიერ გასროლილი რაკეტა, მოვეფეროთ და დავაფასოთ ერთმანეთი. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს!"