შსს-მ თაღლითობისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტი გახსნა

შსს-მ თაღლითობისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტი გახსნა

შსს-ს პრეს სამსახურის ინფორმაციით, შსს-ს ცებტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სმმართველოს მესამე სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული  ნათია ხ., 1992 წელს დაბადებული კახაბერა, 1969 წელს დაბადებული გელა ჯ. და 1968 წელს დაბადებული ელგუჯა წ. კრედიტის უკანონოდ მიღების, ხოლო 1963 დაბადებული ჯუმბერ ქ, 1976 წელს დაბადებული კახა ა. და 1977 წელს დაბადებული გია ფ. თაღლითობის ბრალდებით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დააკავეს.

 „გამოძიებამ დაადგინა, რომ ნათია ხ-მ, კახაბერ ა-მ, გელა ჯ-მ და ელგუჯა წ-მ 2013 წლის დეკემბრიდან 2014 წლის აპრილამდე, თბილისში, „რესპუბლიკა ბანკს“, „ვითიბი ბანკი ჯორჯია“-ს, „საქართველოს ბანკს“, „თიბისი ბანკს“ და „პრივატ ბანკს“ სამომხმარებლო სესხების მიღებისთვის განაცხადით ინდივიდუალურად მიმართეს. მათ სესხისთვის საჭირო სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინეს სხვადასხვა კომპანიის სახელით დამზადებული ყალბი სამსახურებრივი ცნობები მათ მიერ დაკავებული თანამდებობისა და ყოველთვიური ანაზღაურების შესახებ. ასევე წარმოადგინეს ყალბი საბანკო ამონაწერები სახელფასო ანგარიშების შესახებ. ყალბი დოკუმენტაცია მათ ჯუმბერ ქ-მ, კახა ა-მ და გია ფ-მ დაუმზადეს.“ ნათქვამია შსს პრესსამსახურის განცხადებაში.


გამოძიების მიერ ასევე დადგენიალია, რომ მიღებულ თანხებს ბრალდებულები ერთმანეთში ინაწილებდნენ. გაცემული კრედიტების სახით ბანკებისთვის მიყენებულმა ზარალის ოდენობამ ჯამში 279 631 ლარი შეადგინა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: