ნინო ლომჯარია:-"ეს საქმეები იყო მთავარი მოტივაცია იმ საპროტესტო ტალღისა, რაც საზოგადოებას ჰქონდა"

ნინო ლომჯარია:-"ეს საქმეები იყო მთავარი მოტივაცია იმ საპროტესტო ტალღისა, რაც საზოგადოებას ჰქონდა"

   არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისთვის" აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებას ეხმიანება და ამბობს, რომ საქართველო არ არის პირველი ქვეყანა, რომლის პრეზიდენტიც არის ბრალდებული და თუ არსებობს შესაბამისი გარემოებები, ეს ძალიან ნორმალურია დემოკრატიული სახელმწიფოსთვის.

   -"იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო პროცესი, საქმის მიმდინარეობა არ იქნება გამჭვირვალე და წარმოდგენილი მტკიცებულებები – დამაჯერებელი, ბუნებრივია მსგავსი ტიპის ქმედებებმა შესაძლოა, ხელისუფლების ავტორიტეტს საფრთხე შეუქმნას. ამასთან, ჩვენი სამართალდამცველების სისტემა ძალიან დიდი ყურადღებისა და კონტროლის ქვეშ იქნება. გვერდს ვერ ავუვლით აღნიშნული საქმის პოლიტიკურ მხარეს, ვინაიდან ყოფილი პრეზიდენტის ბრალეულობაზეა საუბარი, თუმცა წინა ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობა უკვე დადგა, რაც 2012  წელს არჩევნების შედეგებში გამოიხატა. ეს საქმეები იყო მთავარი მოტივაცია იმ საპროტესტო ტალღისა, რაც საზოგადოებას ჰქონდა".

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: