Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (6)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
29-10-2012, 13:26
ნანახია: 975

პატიმართა მშობლებს სახალხო დამცველად საკუთარი კანდიდატი ჰყავთ

ხვალ საქართველოს პარლამენტს სახალხო დამცველის ვაკანტურ თანამდებობაზე ახალ კანდიდატურას წარუდგენენ.


პატიმართა მშობელთა საინიციატოვო ჯგუფმა სახალხო დამცველის ვაკანტურ თანამდებობაზე ნანა იმნაძის კანდიდატურა წარადგინა. ნანა იმნაძე 2008 წლიდან სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსად მუშაობს.


საინიციატივო ჯგუფის წევრის ნანა ჩუთლაშვილის განცხადებით, დასახელებული კანდიდატის მხარდასაჭერად პატიმართა მშობლები ხელმოწერებს აგროვებენ. ნანა იმნაძის კანდიდატურის წარდგენა პარლამენტში სახალხო დამცველის თანამდებობაზე ხვალ მოხდება.


როგორც ცნობილია, ამ პოსტზე ოთხი კანდიდატურა განიხილება: იურისტი ლია მუხაშავრია, სამართალმცოდნე – თამარ გურჩიანი, ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე და ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი.


შეგახსენებთ, სახალახო დამცველის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების მინისტრად დაინიშნა.