Iverioni
«    მაი 2019    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მაისი 2019 (12)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
დეკემბერი 2018 (12)
22-08-2014, 13:14
ნანახია: 663

თამარ სანიკიძე: დამრიგებლები  ვალდებულნი იქნებიან  მუდმივი კავშირი იქონიონ  მშობლებთან

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობასთან დაკავშირებით ახალ პროგრამებს იწყებს. პრეზენტაცია დღეს მინისტრმა თამარ სანიკიძემ გამართა.
  სანიკიძის განმარტებით, ეროვნულ სასწავლო გეგმაში არსებული ჩანაწერი კლასის დამრიგებლებს დაავალდებულებს, იქონიოს მშობელთან მუდმივი და სტაბილური კომუნიკაცია.
  "ეროვნული სასწავლო გეგმის ჩანაწერის მიხედვით, წარმოვადგენთ დეტალურ გზამკვლევს, სადაც კარგად იქნება ჩამოყალიბებული, როგორი უნდა იყოს ფორმატი, სიხშირე, კომუნიკაციის თემები. ჩვენ შემოვიფარგლებით მოსწავლის ქცევისა და აკადემიური მოსწრების შესახებ იმფორმაციის მიწოდებით, რომელიც მშობელს გარკვეული ანალიზის საშუალებას მისცემს. ასევე, მშობელს მიეწოდება შვილის ქცევასთან და მოსწრებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები, რომლის ნაწილი შესასრულებელი იქნება სახლის პირობებში, ნაწილი კი - სასკოლო აქტივობებში", - განმარტა თამარ სანიკიძემ.