რამდენი დაჯდა ახალი პარლამენტის აშენება?

რამდენი დაჯდა ახალი პარლამენტის აშენება?

"ნაციონალები" დღემდე მალავდნენ, თუ რა დაუჯდა საქართველოს ბიუჯეტს ქუთაისში ახალი პარლამენტის აშენება. მართალია, შენობა ჯერ დამთავრებული არ არის და იქ მუშაობისთვის საჭირო ელემენტარული პირობებიც არ არსებობს, მაგრამ როგორც "ქართული ოცნების" წევრი, გია ცაგარეიშვილი აცხადებს, ახალი პარამენტის მშენებლობა არც მეტი, არც ნაკლები 400 მილიონი ლარი დაჯდა.


დედაქალაქიდან პერიფერიაში პარლამენტის გადატანის უხერხულობას რომ თავი დავანებოთ, მისი ქუთაისში ფუნქციონირება დამატებით ხარჯებთან და სხვა ბევრ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული. პრეზიდენტის მხრიდან პარლამენტის ქუთაისში გადატანის ახირებას სხვადასხვა ფაქტებს მიაწერენ, მათ შორის სახელდება სააკაშვილის ავადმყოფური შიში, რომელიც გახშირებულ მიტინგებსა და მანიფესტაციებს უკავშირდებოდა. ასახელებენ სხვა მიზეზსაც, რომელიც თბილისის, როგორც დედაქალაქის დასუსტებას ისახავდა მიზნად (როგორც ამბობენ, მან შური იძია იმაზე, რომ თბილისში პირწმინდად წააგო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები).


ასეა თუ ისე, "ქართულმა ოცნებამ" კონსტიტუცია არ დაარღვია და პარლამენტი მუშაობას ქუთაისში შეუდგა. თუმცა, არ არის გამორიცხული "მერცხალი თავის ბუდეს დაუბრუნდეს", ანუ პარლამენტი ისევ თბილისში გადმოიტანონ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: