Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
30-08-2014, 14:03
ნანახია: 2901

თემურ ხომერიკი: კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ

   თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელთან, ბატონ თემურ ხომერიკთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ თბილისის ახლადარჩეულმა მერმა, ბატონმა დავით ნარმანიამ ოპტიმალური საკადრო გადაწყვეტილება მიიღო.
    მიუხედავად იმისა, რომ ბატონი თემური,  სულ სამიოდე კვირაა რაც ფონდის ხელმძღვანელად დაინიშნა, ადაპტაცია სწრაფად გაიარა და პრობლემებსაც სიღრმისეულად ჩაწვდა. 
  "ივერიონმა" რამდენიმე კითხვით მიმართა მას.

  ბატონო თემურ, უპირველესად გილოცავთ ამ მეტად რთულ და საპასუხიმგებლო თანამდებობაზე დანიშვნას. ფაქტია, რომ საკმაოდ რთული მემკვიდრეობა დაგხვდათ. თქვენ  ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ ფონდი ძირითადად "ნაციონალების" სახეებით იყო  დაკომპლექტებული, რომლებიც "არაფრისთვის" ზღაპრულ ხელფასებს, პრემიებს და დანამატებს იღებდნენ...
  უპირველეს ყოვლისა,  გმადლობთ  მოლოცვისთვის.
  ვერ ვიტყვი, რომ ფონდში დღესაც არიან ე.წ.  " ნაც-სახეები", რომლებიც დაუმსახურებლად, (ეტყობა, "ლამაზი თვალებისთვის") დამატებით ხელფასს და და ზღაპრულ პრემიებს იღებდენენ .
  როცა მოვედი , აღმოჩნდა, რომ თანამშრომელთა ნაწილი საერთოდ  არ დადიოდა სამსახურში. ხოლო,  როდესაც  ე.წ. ტაბელი მოვითხოვე, ისეთი გვარები ამოტივტივდა, თმა ყალყზე დამიდგა- თქვენ წარმოიდგინეთ ,  მათ თავის დროზე  გუბერნატორზე ნაკლები თანამდებობა არ ეკავათ , (მართალია, მათი ფიქსირებული სარგო 2000 ლარი გახლდათ, მაგრამ, პრემიებითა და სხვა   დანამატებით   დაახლოებით 4000-5000 ლარამდე "ქაჩავდნენ"). ფონდში „საპატიო“  ადამიანებს შორის იყვნებ პარლამენტისა და  საკრებულოს ყოფილი  დეპუტატები, ცნობილი სახეებიდან ბ-ნ  ბეჟან გუნავა და ქალბატონი  ეკა ხერხეულიძე შემიძლია დაგისახელოთ. ცხადია,  თავის  დროზე ისინიც სამსახურში არ დადიოდნენ და არც ჩემი მოსვლის შემდეგაც შეუწუხებიათ თავი. მე გამოვიყენე კანონით მონიჭებული უფლებები და ყველა მათგანი გავანთავისუფლე.
    როგორც იტყვიან,    აქ მოსულს  მონასტერი დამხვდა არეული. თანამშრომელთა დიდი ნაწილი თავიანთ უფროსებიანად "დამსახურებულ" შვებულებაში იყვნენ გასულნი. არადა, მათი შვებულებაში გასვლის ბრძანება არ არსებობდა. როცა იურისტს ახსნა განმარტება მოვთხოვე,  მიოთხრა,რომ ისინი ხელმძღვანელობამ "ზეპირი" თანხმობით გაუშვა შვებულებაში!..
   ალბათ არ გაგიკვირდებათ: მათ  უმეტესობას იმდენი  რესურსი აღმოაჩნდა, რომ ა.შ.შ-ში  ისვენებდნენ და იქიდან გვეკონტაქტებოდნენ! ზოგიერთმა მათგანმა განცხადებაც ფაქსით გადმოგვიგზავნა. აქაც კანონის სრული დაცვით გამოვიყენე ჩემი უფლებამოსილება. ..
ერთადერთი, ვინც თანამდებობიდან  განთავისუფლება გააპროტესტა, აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსი იყო, არადა, ეს ის სამსახურია, რომელსაც ფონდში სიტუაციის გაკონტროლება ევალებოდა.  ვფიქრობ, ყველაფერს აქვს საზღვარი- უკანონოდ წაღებული თანხები, თუნდაც ხელფასისა და პრემიის სახით იყოს იგი მითვისებული, ბიუჯეტს უნდა დაუბრუნდეს!...
  ასევე მინდა გითხრათ, რომ ფონდში იყვნენ ე.წ. "საქმოსნებიც" – "ნაც-ელიტის" ეს ნაწილი სხვათაშორის დიდ ფულს აკეთებდა თურმე. დასტურად ერთ მაგალითს მოვიყვან: "ცენტრ-პოინტთან" გაფორმდა ხელშეკრულება, რის საფუძველზეც კომპანიას სესხად   11 მილიონი ლარი გადაერიცხა. მე თქვენ გეკითხებით: როგორ უნდა დავიბრუნოთ "ცენტრ -პოინტისგან"სესხად გაცემული თანხა, როცა მისი ქონება 0-ს მინუს უსასრულობაა?!
  კითხვის ნიშნები ჩნდება ე.წ წინასწარ, ავანსად გაცემულ თანხებზეც. მაგ: ერთ-ერთ კომპანიას ავანსად მიეცა მილიონზე მეტი ლარი, რომელმაც ბრაზილიიდან  ავეჯი  ჩამოიტანა . ჯერ ერთი, ამის გაკეთება უკანონოა, მეორეც, როცა წინასწარ გაძლევენ თანხას, შენ არაფერს რისკავ  და კოლოსალური მოგებაც გაქვს გარანტირებული (?!).
    სხვათაშორის, ამ საქმეს ხელმძღვანელობდნენ ის ადამიანები, რომლებთანაც გამოძიებას  ძალიან ბევრი კითხვები აქვს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია,  ბევრი მათგანი უკვე დაიკითხა, მათ შორის  რამდენიმეს ბრალიც წაუყენეს.
  უფრო უარესსსაც გეტყვით:, ბუღალტერმა არ იცოდა, რომელი ანგარიშიდან  სად მიდიოდა ფული.  არ არსებობდა თანამშრომელთა პირადი საქმეებიც.ამ მოკლე დროში იმდენი მოვახერხეთ, რომ თანამშრომელთა პირადი საქმეები მოვაწესრიგეთ და  ორგანიზაციას დავემსგავსეთ.
       ვიდრე სხვა საკითხებზე გადავიდოდეთ, იქნებ დააკონკრეტოთ: რა ფუნქცია აკისრია თბილისის   განვითარების ფონდს - საიდან ხდება ფონდში თანხების აკუმულირება  და სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში  რა არსებითი პრობლემების გადაწყეტა შეუძლია მას დედაქალაქის მოსახლეობისთვის?
   რაც შეეხება საკუთრივ თბილისის განვითარების ფონდს    , იგი  2010 წელს დაფუძნდა. მანამდე,   2005 წლიდან არსებობდა ძველი თბილისის განვითარებისა და რეაბილიტაციის ფონდი, რომლის საფუძველზეც შეიქმნა  სწორედ ახალი ფონდი. ადრე, ფონდის საქმიანობა მხოლოდ ძველი თბილისის რეაბილიტაციით შემოიფარგლებოდა. დღეისათვის მასშტაბები გაზრდილია და თბილისის სხვა რაიონებსაც მოიცავს... 
   საქმეში  ჩახედვამ ცხადყო, რომ ფონდს რეგულარულად გადაეცემოდა ქალაქის ქონება, რომელიც უნდა გაერემონტებინა და შემდეგ  უნდა გაეყიდა, ან იჯარით უნდა გაეცა- ჩემი აქ ყოფნის პერიოდში იჯარიდან ერთი თეთრი არ ჩარიცხულა. რაც შეეხება გაყიდულ ქონებას,  არავინ იცის, მერიის მიერ გადმოცემული ფართი ვინ რა ფასად ჩაიგდო ხელში. ეს სათანადო   დოკუმენტაციის არარსებობის გამო ჯერჯერობით ვერ გაგვირკვევია. თუ გასხვისების ხელშეკრულებებიც ისევეა შედგენილი, როგორც შრომითი ხელშეკრულებები,  ადვილად შესაძლებელია  მოთხოვნის შემთხვევაში ჯარიმებიც დაგვაკისრონ!
 ნიშნადობლივია ისიც, რომ   ფონდში იყვნენ თანამშრომლები, რომლებსაც ორი ხელშეკრულება ჰქონდათ: ერთი ჩველებრივი, ხოლო მეორეში ეწერათ, რომ მათ დისტანციურად შეეძლოთ კონსულტაციის მიცემა.   ხოლო, თუ დაუსაბუთებლად გავანთავისუფლებდით , ხელფასის სამმაგი ოდენობა უნდა გადაგვეხადა, რაც დაახლოებით  10000 ლარამდე  აღწევს!
  მართალია, ისინი აცხადებდნენ, რომ მათი სარგო 1500 ლარს შეადგენდა, მაგრამ დანამატების შემთხვევაში საკმაოდ სოლიდური თანხა გამოსდიოდათ. ამასთან ერთად, ყველა მათგანი იღებდა ბენზინის ტალონს,( განურჩევლად იმისა, უწევდათ  თუ არა ოფისიდან გასვლა). ყველას ჰქონდა ჩართული 50- 100 ლარიანი სასაუბრო... დღემდე ვერ მოვახერხეთ შეგვეფასებინა საწყობი - საუბარია არა მხოლოდ ოფისის საწყობზე, არამედ, სამშენებლო საწყობზეც.
 საინტერესოა ისიც, რომ ფონდი საფუძვლიანად არავის შეუმოწმებია-არც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, არც საგამოძიებო ორგანოებს, თუ არ ჩავთვლით 2012 წელს გატანილ მასალებს.
  რაც შეეხება თქვენი კითხვის ბოლო ნაწილს, გიპასუხებთ: ფონდი  ფინანსდებოდა მერიისა და სახელმწიფო  ბიუჯეტის ხარჯზე, თუმცა,  ფონდს  თავისი დებულებით აქვს უფლება  მოიზიდოს დონორები... ( ფონდის ადრინდელ ხელმძღვანელობას დონორების მოძიებაზე თავი არ შეუწუხებია- ისინი "მშვენივრად" გრძნობდენენ თავს ბიუჯეტის ხარჯზეც)  
  ცალკე საუბარის თემაა ყბადაღებული პრემიები და დანამატები, რომლის ხარჯზე ავარიული სახლებიდან გამოყვანა და მათთვის  ქირის გადახდა შეიძლებოდა.
   ვერ ვიტყვი, რომ საქმე საერთოდ არ კეთდებოდა, მაგრამ რა ფასად და რამდენად ფასადურად,  სხვა საკითხია. ხდებოდა ისე, რომ როცა ერთს ამაგრებდნენ, მეორე ინგრეოდა, ანუ დანგრეული სახლების რაოდენობა კიდევ უფრო იზრდებოდა.
     მოგეხსენებათ, ამ ბოლო ხანებში  თბილისი თავკომბალას დაემსგავსა  - აშენებენ ყველგან და ყველაფერს -  რაც ყველაზე თვალში საცემია, შენდება უგემოვნო, უსახური ნაგებობები, რომელიც ცუდად ჯდება დედაქალაქის არქიტექტურულ ანსამბლში.საინტერესოა, არსებობს თუ არა  თბილისის განვითარების გენერალური გეგმა და ვინ არის პასუხისმგებელი მის განხორციელებაზე?!
  რამდენადაც ჩემთვის ცნობილია,ნ ქალაქის განვითარების სტრატეგიული გეგმა  არ არსებობს .
  რაც შეეხება უსახურ შენობა- ნაგებობებს, გეთანხმებით- დედაქალაქში ასეთი ბევრია. მოსახლეობას ყველაზე მეტი გართულება ე.წ.  რიყის კომპლექსზე აქვს. ,როგორც შევიტყვე, მისთვის გამოყოფილ იქნა 60 მილიონი  ლარი. როცა სათანადო  ხარჯთაღრიცხვა  მოვითხოვე , მითხრეს , რომ გადარიცხვა პირდაპირ კეთდებოდა, ანუ,   არავითარი ფორმა 2 , არავითარი ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობდა - თანხა დაინტერესებულ კომპანიებს  პირდაპირ ანგარიშზე მისდიოდათ., დამეთანხმებით, რომ  როცა ადამიანი  ასე ადვილად უშვებს  ბიუჯეტის თანხას,  იმედი აქვს, რომ ეს თანხა მასვე მეორე ჯიბეში დაუბრუნდება.
 ერთ-ერთი ქართული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვენ საუბრობთ იმ მაქინაციებზე, რომელსაც წლების მანძილზე ჰქონდა ადგილი ფონდის საქმიანობაში!  გამოდის,  ფონდის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის  ახალი სტრატეგიის შემუშავება მოგიწევთ ...
   რა თქმა,  უნდა დავიწყეთ შიდაორგანიზაციული პრობლემებით, შინაგანაწესით -  ვინ მუშაობდა  ფონდში, ნასამართლევი იყო თუ არა. არადა თანამშრომელთა უმეტესობა, ვინც ჩვენ დავითხოვეთ,  ყველა ნასამართლევი აღმოჩნდა.
   რაც შეეხება საკუთრივ საკადრო პოლიტიკას.  ფონდის კარი ღია იქნება ყველა კრეატიულად მოაზროვნე ადამიანებისთვის. ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ ახალგაზრდა იურისტებს, "საერთაშორისო გამჭვირვალობას",მოვიდნენ ფონდში და ერთად ვიმსჯელოთ ფონდის მომავალზე.
გვინდა  დავეხმაროთ გამოძიებას, რომ დროულად  გამოიძიონ, თუ რა მანკიერ პრაქტიკას ჰქონდა ადგილი ფონდში წლების მანძილზე და  დაისაჯოს  ყველა ის პიროვნება,  ვინც უხეშად აფათურებდა ხელს სახელმწიფო ბიუჯეტის ჯიბეში!..
  რაც მთავარია,ფონდს შავი ლაქა  უნდა ჩამოერეცხოს.   ხოლო,  იმ ადამიანებს, ვინც მართლა აკეთებდა საქმეს დაბ მოსახლეობის სატკივარი გულთან მიჰქონდა, ნორმალური მუშაობის საშუალება უნდა მიეცეთ. 
არც ის არის დასამალი,  რომ მოსახლეობა  ფონდის საქმიანობით უკმაყოფილოა.  ეს იმით იყო განპირობებული, რომ ფონდის ძველი ხელმძღვანელობა ფიქრობდა:  კანონი ეს მე ვარ  და სახელმწიფო  ჩემი წილია!..
  ჩემი მიდგომა ასეთია: ყველაფერი დასაბუთდეს, ყველა პროექტი დეტალურად გაიწეროს და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მივიღოთ.
  მოგეხსენებათ  ფონდისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევა, თქვენი ყოფილი კოლეგა,თბილისის საკრებულოს ახლადარჩეული დეპუტატი, ბატონი ალეკო ელისაშვილი. დაგეგმილი გვაქვს მასთან შეხვედრა   და თუ რაიმე ოპტიმალური  მოსაზრებები გააჩნია, ფონდის მომავალ საქმიანობაზე,  მის მოსაზრებებსაც   აუცილებლად გავითვალისწინებთ .
  შეიძლება წვრილმანად მოგეჩვენოთ, მაგრამ,  ფონდს დღემდე არ ჰქონდა  საკუთარი ვებ-გვერდი. ჩვენ ეს უმოკლეს დროში მოვახერხეთ.   ფონდის ვებ-გვერდზე  დაიდება ოფიციალური დოკუმენტები,  რაც მის საქმიანობასთან არის დაკავშირებული, აიტვირთება თანხების მოძრაობაც. ერთი სიტყვით, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ფონდის  საქმიანობა უფრო გამჭვირვალე გახდეს!
    სამწუხაროდ, არის პრობლემები მოსახლეობის შესახლებასთან დაკავშირებით. გვყავს მოსახლეობის  ერთი ნაწილი, რომელსაც ნამდვილად არ აქვს თავშესაფარი და სასწრაფოდ შესახლებას ითხოვს, მაგრამ არის ისეთი კატეგორიაც,  რომლისთვისაც ბინა მხოლოდ კაპიტალია . ისინი თითიდან გამოწოვილ მიზეზს ასახელებენ, რომ არ შევიდნენ  მოცემულ  ბინაში და უფრო მეტი ფართი დაიკანონონ.  მათი პრეტენზიები სასამართლოში იქნება გადაგზავნილი .
 აქვე მინდა ავღნიშნო, რომ  მალე დასრულდება საქართველოს  პირველი პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას "კოლხური კოშკის"   კაპიტალური შეკეთება .  ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი ძალისხმევა სახლ-მუზეუმების წესრიგში მოსაყვნადაც იქნება მიმართული.
  ამასთან  , მართალია დაგვიანებით, მაგრამ ძველი ბინიდან გამოსახლებულებს  ქირასაც ვურიცხავთ.
   რაც ყველაზე ნიშანდობლივია, მოსახლეობასთან  ურთიერთობის სქემა არსებითად შეიცვლება და  უფრო გამჭვირვალე გახდება!
 აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და   თქვენი საშუალებით  მინდა მივმართო ბიზნესს:  თუ დოკუმენტები სრულყოფილად  იქნება წარმოდგენილი და  დასაბუთებული , თანხა მხოლოდ ამ შემთხვევაში აუნაზრაურდებათ
 რამდენადაც ვიცით, ფონდში მიმდინარეობს რეორგანიზაცია, რაც სტრუქტურულთან ერთად საკადრო პოლიტიკის სრულყოფას  ითვალისწინებს. დაგხვდათ თუ არა კადრები, ვისზეც დაყრდნობა შეიძლება, თუ ახალი, პროფესიონალთა გუნდის ფორმირებაა საჭირო? რა კეთდება ამ მიმართულებით.
   ფონდში არც ერთი ჩემი ნათესავი და ახლობელი არ მომიყვანია. ბოლო პერიოდში ვმუშაობდი ინფრასტრუქტურის სამინისტროში და რამდენიმე ახალგაზრდა სპეციალისტს  შევთავაზე გადმოსულიყო ჩვენთან სამუშაოდ.  თან გავაფრთხილე, რომ  შექმნილი მძიმე ფინანსური სიტუაციიდან გამომდინარე, რამდენიმე თვე ხელფასს ვერ აიღებდნენ, შემდეგ კი ერთიანად აუნაზღაურდებოდათ. დამთანხმდნენ. 
ზოგადად ჩემთვის მიუღებელია თანამშრომელთა დახარისხება "ყოფილებად" და "ახალმოსულებად".  ჩემი სურვილია კოლექტივში ჰარმონიული ურთიერთობა დამკვიდრდეს- დიახ, ჩემთვის  ძველი და ახალი კადრი არ არსებობს. თუ ადამიანი საკუთარ  მოვალეობას  პირნათლად ასრულებს,  ის უნდა დარჩეს. მითუმეტეს, ძველი  კადრები საჭირო ინფორმაციას ფლობენ და გარკვეული გამოცდილებაც გააჩნიათ.
   ვისაც არ უნდა მოსწონდეს, ჩემი სურვილია, საბოლოოდ დადგინდეს, რა ხდებოდა ფონდში და რეალურად რა მემკვიდრეობა მივიღეთ. ამიტომ გამოვიძახეთ ახალი საგამოძიებო ჯგუფი და უახლესი ინფორმაციაც გადავეცით. ასევე გვინდა ფონდის საქმიანობით დაინტერესდეს  სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც.
მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტებში ჩვენთვის ცალმხრივად კაბალური პირობებია ჩადებული, ერთობლივად ყველა მათგანს ვერ გავაუქმებთ, თუმცა, გადახედვა მოგვიწევს , სადაც შესაძლებლობა იქნება, ხარვეზები უნდა გამოსწორდეს.
   რაც შეეხება რეორგანიზაციას, ეს პროცესი სათანადო სტრუქტურებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდება, თუ რა ფორმით, ეს მალე გაირკვევა.
   თუმცა, ჩემი აზრით,  ახალწლამდე არსებული სახით უნდა  მივიდეთ. იანვრიდან კი სხვა ფორმატზე გადავალთ , სადაც ახალი მიზნები და   ამოცანები დაისახება .  შევისწავლით ფონდის  ქონებას და რომელიც არ დაგვჭირდება  ჩვენი მიზნების შესასრულებლად,   მერიის საქალაქო სამსახურს გადაეცემა.
  თუ  აქამდე ფონდს მხოლოდ  სახელმწიფო სახსრების დახარჯვა უწევდა. ჩვენ  მოვიზიდავთ დონორებს, თუმცა ამისთვის ნდობის განმტკიცება დაგვჭირდება.
  და ბოლოს, რა გაძლევთ ოპტიმიზმის საფუძველს: შესაძლებელია თუ არა იმ ჩიხიდან გამოსვლა, საიდანაც  შეგნებულად შეიყვანეს თბილისის  განვითარების ფონდი თქვენმა წინამორბედებმა?!
   ოპტიმიზმის საფუძველს ჩვენი შემართება გვაძლევს . გამოსავალი ყველა ჩიხიდან არსებობს, თუ ნება გექნება და ძალისხმევასაც არ დაიშურებ. ამას დედაქალაქის ახალი ხელმძღვანელობის მხარდაჭერაც დაუმატეთ, ასე, რომ მიზანი აუცილებლად მიღწეული იქნება

 

 

ესაუბრა ნათია ხარბედია