ხათუნა გოგოლაძეს 3 მოადგილე ეყოლება
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრს გოგოლაძეს 3 მოადგილე ეყოლება.
თუმცა, სამინისტროს გარკვეული რეორგანიზაციის შემდეგ,  თუ საჭირო გახდა შესაძლოა, მინისტრი ხათუნა გოგოლაძე არ გამორიცხავს, რომ მე-4 მოადგილეც დაემატოს. 
მინისტრმა საკუთარი მოადგილეების კანდიდატურები პრემიერ-მინისტრს უკვე წარვუდგინა, ის დღესვე ელოდება ივანიშვილის გადაწყვეტილებას. "ვიდრე ჩემი მოადგილეები თანამდებობაზე არ დამტკიცდებიან, სახელისა და გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ", - განაცხადა გოგოლაძემ.  
გოგოლაძის თქმით, გარემოს დაცვის სამინისტროში ძველი მოადგილეებიდან თანამდებობაზე არც ერთი არ დარჩება. 









