ირაკლი სესიაშვილი: მუსლიმთა რწმენას და მათ აღმსარებლობას პატივი უნდა ვცეთ!

ირაკლი სესიაშვილი: მუსლიმთა რწმენას და მათ აღმსარებლობას პატივი უნდა ვცეთ!

   პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, მუსლიმთა რწმენას და მათ აღმსარებლობას პატივი სცენ. სესიაშვილის განცხადებით, ქობულეთში განვითარებული მოვლენები მიუღებელია ქართული კულტურისთვის:

   "ეს ეწინააღმდეგება ჩვენს მართლმადიდებლურ მრწამსს, ამიტომ მოვუწოდებ თანამოქალაქეებს, პატივი სცენ ჩვენი თანამოქალაქეების რწმენას და მათ აღმსარებლობას. ეს მიუღებელია და ავნებს, პირველ რიგში, საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს", - მიაჩნია ირაკლი სესიაშვილს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: