Iverioni
«    ივნისი 2020    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
ივნისი 2020 (3)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
27-09-2014, 11:27
ნანახია: 676

ლევან იზორია: ეჭვებსაც და კითხვებსაც პასუხი ექნება!

  შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას თქმით, თენგო ერისთავის საქმეზე არსებულ კითხვებს გამოძიება პასუხს გასცემს. მისი განცხადებით, შეფასება, რომ უკანონობას ჰქონდა ადგილი, არასწორია.

  "პოლიცია მოქმედებდა კანონის საფუძველზე. იყო გარკვეული კითხვები, მიმდინარეობს გამოძიება, შესაბამისად, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და ამ კითხვებზე პასუხსაც მივიღებთ", - განაცხადა იზორიამ გადაცემაში "რეაქცია".


  კითხვაზე - რამდენად შეესაბამება ლოგიკას ის, რომ თენგო ერისთავს, რომელიც პრობაციაში მიდიოდა, თან ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა, ლევან იზორიამ განაცხადა, რომ "ეს ვერსიებია".

  "მოდით, ამ ვერსიებს თავი დავანებოთ. მიმდინარეობს გამოძიება, ეჭვებსაც და კითხვებსაც პასუხი ექნება. ასე რომ, ცალსახად თქმა, რომ აქ უკანონობას ჰქონდა ადგილი, არასწორია", - განაცხადა იზორიამ.


  ცნობისთვის, ვაკეში მოკლული ლაშა მახარაძის მეგობარი თენგო ერისთავი 17 სექტემბერს დააკავეს. გამოძიების ცნობით, მას ნარკოტიკული ნივთიერება "სუბოტექსი" აღმოაჩნდა. ერისთავს ბრალი განსაკუთრებით დიდ ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის მუხლით წაუყენეს.