Iverioni
«    მაი 2023    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
მაისი 2023 (3)
აპრილი 2023 (5)
მარტი 2023 (4)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
12-10-2014, 08:02
ნანახია: 1166

ალექსი პეტრიაშვილი: ყველას დაკრულზე ნამდვილად არ უნდა იმღეროს ხელოვანმა!

  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი რუსეთში გამართულ თბილისობის ღონისძიებაზე ქართველი მომღერლების მონაწილეობას გამოეხმაურა.

   "ჩემი აზრით, ყველას დაკრულზე ნამდვილად არ უნდა იმღეროს და იცეკვოს ხელოვანმა, მითუმეტეს, როდესაც დამკვეთი და მიმწვევი მხარე არის "ლეგენდარული" მიხეილ ხუბუტია, რომელიც აცხადებს, რომ არის წარმოშობით ქართველი, მაგრამ სულით რუსი. ღმერთმა ხელი მოუმართოს თავის რუსეთში", - განაცხადა პეტრიაშვილმა  გადაცემაში "პირველი სტუდია".