გიგი უგულავა:"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში დასაბრუნებლად მზად არ არის!

გიგი უგულავა:"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში დასაბრუნებლად მზად არ არის!

  თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ სასამართლო პროცესზე, რომელიც "ტელეიმედისა" და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეს ეხება, განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დღეს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად მზად არ არის.

  გიგი უგულავა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.


  "ქვეყანაში სიტუაცია მართლა უკვე საგანგაშოა იმიტომ, რომ ქვეყანას პირდაპირი მნიშვნელობით შიზოფრენიკი მართავს. ჩაუწიეთ და ისე მოუსმინეთ, უფრო სწორად, ისე შეხედეთ. ეს უკვე კრიტიკული შემთხვევაა. ამ ადამიანის ქცევა ცდება ჯანსაღი ადამიანის სტანდარტებს. ჩემი აზრით და ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებს, გამოსავალი არის ერთი, რომ თვითონ კოალიცია "ქართულმა ოცნებამ", თუ ვინმეს იქ ჯანსაღი აზრი აქვს შერჩენილი, დაიწყოს პროცესი იმისა, რომ ხელისუფლებას ჩამოაშორის ღარიბაშვილი და შესაბამისად, ივანიშვილი. აქ საუბარი არ არის იმაზე, რაც ელანდებათ ამ ადამიანებს, რომ ხვალ-ზეგ "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში დაბრუნდება.  "ნაციონალური მოძრაობა" დღეს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად თუ მოსასვლელად მზად არ არის, მას ჯერ კიდევ ბევრი განსაწმენდელი აქვს გასავლელი", - განაცხადა უგულავამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: