Iverioni
«    სექტემბერი 2020    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 
სექტემბერი 2020 (5)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
16-10-2014, 18:13
ნანახია: 1195

ეკა ბესელია: ამ თემის პოლიტიკურ კონსტექსტში განხილვა არ შეიძლება!

  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, საბერძნეთის სასამართლოს გადაწყვეტილების, რომელიც დათა ახალაიას მიმართ იქნა გამოტანილი, პოლიტიკურ კონსტექსტში განხილვა არ შეიძლება. მისი თქმით, მხოლოდ გადაწყვეტილების დასაბუთების ნახვის შემდეგ გახდება შესაძლებელი კომენტარის გაკეთება.

  ,,ეს არის იმ ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის განსჯაც გამიჭირდება. რა ჩათვალა სასამართლომ არგუმენტად და რა არ გაიზიარა, ამაზე შემდეგ მხარეები ისაუბრებენ. პოლიტიკურ კონტექსტში ვერ შევძლებ საკითხის განხილვას. ეს არის სამართლებრივი, კონკრეტული შემთხვევა, სხვა ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა ვნახოთ და შემდეგ შეიძლება კომენტარის გაკეთებაც", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
  საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაიას საქართველოში ექსტრადიციაზე უარი თქვა.

  იგი საბერძნეთში რამდენიმე თვის წინ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ახალაია საბერძნეთიდან იტალიაში ყალბი საბუთებით გადასვლას ცდილობდა. მას გირაოს სახით 100 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა და თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.