Iverioni
«    ივნისი 2023    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
მაისი 2023 (4)
აპრილი 2023 (5)
მარტი 2023 (4)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
19-10-2014, 09:13
ნანახია: 1076

თედო ჯაფარიძე: რუსეთ-საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა!

  პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ გაფართოებულ თათბირზე რუსეთ-საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა.  აღნიშნული განცხადება ჯაფარიძემ "მოამბის" ეთერში გააკეთა.

  "ამ თემაზე საუბარი არ გვქონია, თავად შეხვედრა იმდენად დამუხტული იყო სხვადასხვა საკითხების განხილვით, რომ პუტინის მოსაზრებები არ განხილულა, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია და მოვლენები. ნებისმიერი შეხვედრა, თუ ეს იქნება სასარგებლო ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებისთვის, უნდა ჩატარდეს,"- აღნიშნა ჯაფარიძემ .