Iverioni
«    ივნისი 2023    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
მაისი 2023 (4)
აპრილი 2023 (5)
მარტი 2023 (4)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
25-10-2014, 18:35
ნანახია: 1056

დავით უსუფაშვილმა მთარგმნელისა და მოგზაურის, ოლივერ უორდროპის სახელობის სკვერი გახსნა

  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ინგლისელი დიპლომატის, მთარგმნელისა და მოგზაურის ოლივერ უორდროპის სახელობის სკვერი გახსნეს.

  სკვერის გახსნას  კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი და ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი ესწრებოდნენ.

  "მოხარულები ვართ, რომ სკვერი, რომელიც ოლივერ უორდროპის სახელს ატარებს, სწორედ პარლამენტთან ასეთ ახლო ტერიტორიაზე იხსნება და ამით სამარადჟამოდ უკვდავყოფილი იქნება ოლივერ და მარგარეტ უორდროპების საქართველოში მოღვაწეობა", - განაცხადა უსუფაშვილმა.