ნანა კაკბაძე: არასამთავრობო ორგნიზაციები შიდა ხელისუფლებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული!

ნანა კაკბაძე: არასამთავრობო ორგნიზაციები შიდა ხელისუფლებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული!

  არასამთავრობო სექტორის მარგიუნალიზაციას, თავად არასამთავრობო ორგანიზაციები უწყობენ ხელს, აღნიშნული განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძემ გააკეთა.


  "ხელს უწყობენ თავიანთი არაკვალიფიციურობით, გამოუცდელობით და  რაც მთავარია, ზედმეტი წარმოდგენის ქონით, რომ ყველაფერი ვიცით, რადგან ვართ არასამთავრობო ორგანიზაციები.


  ხშირად ისეთი ადამიანები გამოდიან და საუბრობენ ადამიანის უფლებებზე, თუმცა აზრზე არ არიან, რა არის ადამიანის უფლებები.  მათი ეს არაკვალიფიციურობა არამარტო ამ, არამედ რელიგიური მიმართულებითაც ვლინდება.

  არასამთავრობო ორგნიზაციები უნდა ფინანსდებოდენ ქვეყნის გარედან, რაც საჭიროა იმისთვის, რომ მან მერე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე თავისუფლად ისაუბრონ. ის არ უნდა იყოს დამოკიდებული შიდა ხელისუფლებაზე, მაგრამ სამწუხაროდ, ისე აღმოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ წნეხი არ აქვთ შიდა ხელისუფლებისგან, ისინი აღმოჩნდნენ იმ სუბიექტების ქვეშ, რომელბიც აფინანსებენ", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: