ცხელი ამბავი
როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია

სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს!

სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს!

საქართველო-თურქეთის საზღვარზე სამართალდამცავებმა აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს. საქართველოს შსს აზერბაიჯანის მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ივერიონი" ამ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


"საქართველოს ინტერპოლის შუამდგომლობის საფუძველზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს აზერბაიჯანის მოქალაქე ზემფირა ისმაილოვა, რომელიც აზერბაიჯანის ინტერპოლის მიერ იძებნებოდა ტრეფიკინგის ბრალდებით.  დაკავება ქართული მხარის მიერ სარფში საემიგრაციო კონტროლის გავლისას მოხდა, როცა მოქალაქე  თურქეთიდან საქართველოში გადმოდიოდა.


ამ ეტაპზე მიმდინარეობს წინასაექსტრადიციო  პროცედურები, რომელშიც ჩართულები არიან საქართველოსა და აზერბაიჯანის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროები".

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: