Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (4)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
7-11-2012, 11:15
ნანახია: 982

ნუგზარ წიკლაური  დიმიტრი შაშკინსა და  ზურაბ ადეიშვილს საქართველოში დაბრუნებას ურჩევს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური  დიმიტრი შაშკინსა და ზურაბ ადეიშვილს ურჩევს, ბაჩო ახალაიას მსგავსად თავადვე გამოცხადდნენ პროკურატურაში.

 

"არ ვიცი, რას აპირებენ ისინი, მაგრამ ვფიქრობ, მათაც უნდა მიიღონ ზნეობრივი გადაწყვეტილებები და წარდგნენ ქართველი ხალხის წინაშე. როგორი დიდიც  უნდა იყოს საფრთხე, როგორი დიდიც უნდა იყოს უსამართლობა, როგორი დიდიც უნდა იყოს ის ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც მიმდინარეობს, ვფიქრობ, ქართველი ხალხია ამ ქვეყანაში უზენაესი მსაჯული", - განაცხადა წიკლაურმა დაგაცემა  "პოლიტმეტრთან" საუბარში.

 

მისივე თქმით, ნებისმიერმა ადამიანმა უნდა შესვას ის "მწარე სასმელი", რომელსაც განსაცდელი ჰქვია და გაუძლოს დაკავებასაც.