Iverioni
«    მარტი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მარტი 2019 (8)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
დეკემბერი 2018 (12)
ნოემბერი 2018 (15)
ოქტომბერი 2018 (16)
11-11-2014, 20:50
ნანახია: 2637

ლია მუხაშავრია:-

   "ივერიონის" პრესკლუბის სტუმარია იურისტი, წამების საკითხთა ექსპერტი, უფლებადამცველი ლია მუხაშავრია. მისი თქმით ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ზრუვნა ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენაზე. 

   -"ის ძალადობა, რამაც გამოიწვია ციხეში პატიმართა მასიური წამება და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობა, არ არის ბოლომდე არც გამოძიებული და არც მსხვერპლთათვის არ არის არაფერი გაკეთებული, ვგულისხმობ იმ აუცილებელ ვალდებულებებს, რომელიც სახელმწიფოს აკისრია საერთაშორისო სამართლით და მისივე ხელმოწერილი საერთაშორისო დოკუმენტებით, რაც გულისხმობს წამებელთა აუცილებელ იდენტიფიცირებას, ხოლო წამებულთათვის კომპენსაციას, მათ ჯანმრთელობასა და ფსიქიკურ მდგომარეობაზე ზრუნვას".

   მუხაშავრიას განცხადებით აუცილებელია საზოგადოებამ ხელისუფლება მიიყვანოს დასკვნამდე, რომ საჭიროა ვადამდელი არჩევნების ჩატარება. 

   -"სრულიად დროულია დღეს ვილაპარაკოთ ვადამდელ არჩევნებზე და მე ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ჩვენ არ გვაქვს არც დრო, არც სურვილი და არც მოთმინების რესურსი დაველოდოთ ვიდრე ესენი თავის მოტყუებას განაგრძობენ და არ იგრძნობენ არანაირ სინდისის ქეჯნას, იმიტომ რომ არა მგონია ვინმეს საერთოდ სინდისი აქვს, ქეჯნა მერე მოდის. დღეს საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს ის გზები და საშუალებები, რომელიც მისთვის მიუღებელი ხელისუფლების შეცვლისთვის არის აუცილებელი. მე არავის არ მოვუწოდებ ძალადობის და ანტიკონსტიტუციური ხერხების გამოყენებისგან, მაგრამ მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, რომ ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზითაც არის შესაძლებელი. რაც უფრო მეტი იქნება მოწოდება ვადამდელი არჩევნების, ხელისუფლება უფრო მეტად ეცდება რაღაც შეცვალოს, თუ უნდა დარცეს სათავეში, ან დაიხუროს ქუდი და წავიდეს".

   უფლებადამცველის აზრით უნდა მოვიდეს ახალი სახეები, ახალი სახელები, ის ადამიანები, რომელთაც რეპუტაცია არ აქვთ შელახული.მისივე თქმით დღეს მედიას დიდი როლი აკისრია, მან უნდა შეძლოს საზოგადოების სწორად ინფორმირებულობა, მოძებნოს პროფესიონალები და "დაიკაპიწოს ხელები უკეთესი მომავლის შესაქმნელად".

   მუხაშავრიას განცხადებით, როცა სამართლებრივი გზით ვერაფერი მიიღწევა, ერთადერთი გამოსავალი რჩება ქუჩაში გასვლა.