რუსეთან და ახალი ხელშეკრულება თუ ანექსია?!

რუსეთან და ახალი ხელშეკრულება თუ ანექსია?!

თურქეთის ინგლისურენოვანი გაზეთი „დეილი საბაჰი“ აქვეყნებს სარედაქციო სტატიას რუსეთის ანექსიონისტური ნაბიჯების შესახებ, რომლებიც მოსკოვ-სოხუმისა და მოსკოვ-ცხინვალის ურთიერთობას ეხება.


როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, რუსეთი უკრაინის კონფლიქტის დროს ყირიმის მიტაცებას არ სჯერდება და თავისი გავლენის სფეროს გაფართოება-განმტკიცებისაკენ მიმართულ კურსს აგრძელებს, განსაკუთრებით ეს ეხება ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე „აღმოცენებულ“ სეპარატისტულ რესპუბლიკებს - აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს. მოსკოვმა ჯერ აფხაზეთს, შემდეგ კი სამხრეთ ოსეთს, ორმხრივი ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური ინტეგრაციის განმტკიცების მიზნით, ხელშეკრულებების დადება შესთავაზა.


რუსული სააგენტო „ტასს“-ის ცნობით, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბორის ჩოჩიევი აცხადებს, რომ „რუსეთთან ერთად ცხინვალი ახალი ხელშეკრულების პროექტზე მუშაობს, რომელიც ორივე ხალხს დიდ სარგებლობას მოუტანს“.


რუსეთმა და თვითგამოცხადებულმა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ მსგავს ხელშეკრულებას ჯერ კიდევ 2008 წელს მოაწერეს ხელი, რუსეთსა და საქართველოს შორის მომხდარი ომის შემდეგ, რის შემდეგაც რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლად აღიარა და მათზე პოლიტიკური გავლენა კონტროლი დაამყარა.


ბრიუსელში ყოფნის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთისადმი მიმართულ „დამანგრეველ და ანექსიონისტურ“ პოლიტიკაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საქართველოს რეგიონების მიმართ განხორციელებული ქმედება მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობას გააუარესებს: „მე ღრმა შეშფოთება მინდა გამოვხატო იმის გამო, რომ რუსეთი ჩვენს მიერ გადადგმულ კონსტრუქციულ ნაბიჯებს იგივე მოქმედებით არ პასუხობს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს გენმდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის დროს.


რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, 2008 წელს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლად აღიარება, ყირიმის რეფერენდუმის ჩატარება და ნახევარკუნძულის შემდგომი ანექსია ნათლად ადასტურებს იმას, რომ კრემლი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ საერთაშორისო-სამართლებრივ ნორმებს არღვევს, ლახავს მათ ტერიტორიულ მთლიანობას და საზღვრების ურღვევობას, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

„დეილი საბაჰი“ (თურქეთი), 21 ნოემბერი, 2014 წელი
http://www.dailysabah.com/europe/2014/11/21/russia-to-expand-military-presence-in-moscowbacked-south-ossetia

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: