Iverioni
«    ივლისი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2020 (4)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
1-12-2014, 15:15
ნანახია: 715

პეტრე მამრაძე:დასავლეთი ყველაფერს აკეთებს, რათა რუსეთთან ურთიერთობა არ გაამწვავოს!

   ევროკავშირისგან რუსეთის წინააღმდეგ  სანქციების ამოქმედება საქართველოს ინტერესებში არ შედის. აღნიშნული განცხადება " მართვის სტრატგიული ინსტიტუტის " ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 

"დასავლეთი ყველაფერს აკეთებს, რათა რუსეთთან ურთიერთობა არ გაამწვავოს, ყირიმის ანექსიასაც კი აღარ ახსენებენ რუსეთს! გაერო-ში, უშიშროების საბჭოზე აცხადებენ - ოღონდაც პუტინმა შეწყვიტოს სისხლისღვრა აღმოსავლეთ უკრაინაში და სანქციებს მოხსნიან, ანუ საერთოდ  დაივიწყეს ყირიმი!"- განაცხადა პეტრე მამრაძემ.

 

  მამრაძის თქმით, პატრტიოტიზმი არის ნაძირალების თავშესაფარი.


"როდესაც ლიტვის პრეზიდენტი აცხადებს  - სირცხვილი დასავლეთს და სირცხვილი ამერიკას, რომ არ იცავენ უკრაინას და ევროპასო, აი, ამ პირობებში დღის წესრიგში დგას საქართველოს ბიოლოგიური გადარჩენა.

მილიონობით ქართველია რუსეთში, რომლებიც აგზავნიან თანხას. ამ თანხის გარეშე საქართველოს სავალუტო რეზერვი ჩამოიშლება.   ახალი ხელისუფლების პირობებში, ამ ორ წელიწადში,  საქართველოში ინვესტიციები არ შემოვიდა.

ამ ფონზე, იმ  პრინციპით, რომ  პატრიოტიზმი არის ნაძირალების უკანასკნელი თავშესაფარი,  სააკაშვილს და მის თანამზრახველებს ძალიან უნდათ, რომ მოხდეს დე-იურე ანექსია, ეს იმიტომ, რომ ამით ხელი შეახოცონ ახალ ხელისუფლებას. ამისთვის ნებისმიერ პროვოკაციაზე მიდიან და წავლენ",- განაცხადა პეტრე მამრაძემ.