სოზარ სუბარი: ძირითადი თანხების ათვისება მესამე კვარტალში განხორციელდა!

სოზარ სუბარი: ძირითადი თანხების ათვისება მესამე კვარტალში განხორციელდა!

დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტი მთლიანად აქვს ათვისებული 5 მილიონის გარდა. განცხადება ამის შესახებ ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.


 სუბარის განცხადებით, ძირითადი თანხების ათვისება მესამე კვარტალში მოხდა.


"მთლიანად ათვისებულია ბიუჯეტი 5 მილიონის გარდა და ამას შეგნებულად არ ვითვისებთ, რადგან გამოვაცხადეთ მენაშენეთა კონკურსი თბილისში. 12 დეკემბერს გვეცოდინება პასუხები და შემდეგ, როდესაც ხელშეკრულებები იქნება, მაშინ გადავრიცხავთ თანხებს, სპეციალურად შემოვინახეთ ეს თანხა. თბილისში მრავალი წელია არც ერთი ბინა არ გაცემულა, არ აშენებულა იმისთვის, რომ ყველაზე გაჭირვებულები უზრუნველვყოთ. თანხების ათვისება დაგვიანდა. პრაქტიკულად ისე მოხდა, რომ ძირითადი თანხების ათვისება მესამე კვარტალში განხორციელდა, თუმცა მესამე კვარტალში სრულიად ავითვისეთ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: