მინდია ჯანელიძე: ქართველი ოფიცრები აგრძელებენ სამსახურს ჩვენი შეიარაღებული ძალების შენადგენლობაში!

მინდია ჯანელიძე: ქართველი ოფიცრები აგრძელებენ სამსახურს ჩვენი შეიარაღებული ძალების შენადგენლობაში!

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქართულ შეაიარაღებულ ძალებში არ ყოფილა არც ერთი ფაქტი იმისა, რომ ქართველ ოფიცრებს დატოვებინოთ ქვეყანა და სხვა ქვეყნის შეარაღებულ ძალებში დაეწყოთ სამსახური.

"ქართველი ოფიცრები მსახურობენ ჩვენი შეიარაღებული ძალების შენადგენლობაში, ისინი აგრძელებენ სამსახურს, იცავენ ქვეყანას. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ფაქტს, როდესაც ჩვენი შეიარაღებული ძალების ოფიცერმა დატოვა სამსახური და გაემგზავრა სხვა ქვეყანაში", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

 ცნობისთვის: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ქართველ ოფიცრებს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იმსახურებენ, უკრაინის მოქალაქეობას ჰპირდებიან.

"ჩემი მთავრობის რამდენიმე ყოფილ თანამდებობის პირს ბოლო დღეებში უკრაინაში გაესაუბრნენ, სხვადასხვა თანამდებობებზე. არ ვიცი, რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, იმიტომ, რომ ერთი მხრივ, უკრაინელებმა უნდა მიიღონ საბოლოოდ გადაწყვეტილება, მეორე მხრივ, ქართველების ამ ნაწილს აქვს ბევრი სხვა პრობლემა, ყველას არ შეუძლია, ერთბაშად ადგეს და გადაბარგდეს სხვა ქვეყანაში. უკრაინაში ძალიან დიდი ინტერესით სწავლობენ საქართველოს მაგალითს და მათ აქვთ საქართველოზე ინფორმაციის ძალიან დიდი წყარო - ასობით ათასი უკრაინელი ტურისტი", - განაცხადა გუშინ მიხეილ სააკაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: