სოზარ სუბარი: "ქართულმა ოცნებამ" შსს-ს რეფორმირების დაპირების ნაწილი შეასრულა!

სოზარ სუბარი: "ქართულმა ოცნებამ" შსს-ს რეფორმირების დაპირების ნაწილი  შეასრულა!

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი განმარტავს, ირაკლი ღარიბაშვილის შს მინისტრობის დროს გაუქმდა ანტიკონსტიტუციური წარმონაქმნები სოდ-ი და კუდ-ი. სუბარის თქმით, დღეს რეფორმირების მეორე ეტაპი დადგა.

"ზოგადად ჩვენ წინააღმდეგი ვართ ისეთი მოქმედებების, როგორსაც სააკაშვილის ხელისუფლება აკეთებდა, როცა ერთ საღამოს სასწრაფოდ რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება მოიფიქრეს და მეორე დღეს განახორციელეს. ამის შედეგი იყო ის უკანონო წარმონაქმნები, როგორიც იყო კუდ-ი და სოდ-ი. ამიტომ, ეს უნდა განვიხილოთ ექსპერტებთან ერთად და გავაკეთოთ ის მოდელი, რაც ქვეყნისთვის ყველაზე ეფექტური იქნება. ამას სჭირდება მოფიქრება და შემდგომ მოფიქრება და არა ჯერ განხორციელება და მერე ფიქრი, სწორად გავაკეთეთ თუ არა, როგორც ამას "ნაციონალური მოძრაობა" აკეთებდა", - განაცხადა სუბარმა.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: