გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახი მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს

გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახი მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს

   ქუთაისელმა წვევამდელმა ნიკოლოზ უგულავამ სიცოცხლე თვითმკვლელობით საგუშაგოზე დაასრულა, იგი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2014 წლის 4 ოქტომბრიდან ირიცხებოდა და სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიდა. გარდაცვლილი ახალგაზრდა თბილისიდან მშობლიურ სახლში წუხელ გადმოასვენეს, თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით სამხედრო ნაწილში იგი ათმეთაურმა საგუშაგოზე გარდაცვლილი იპოვა. მას ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზეა დაწყებული, გარდაცვლილის ოჯახი მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

   ოფიციალურ საიტზე კი სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

   -საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს წვევამდელი ნიკოლოზ ჟორესის ძე უგულავას  დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

რიგითი ნიკოლოზ უგულავა სამხედრო ნაწილში ათმეთაურმა საგუშაგოზე გარდაცვლილი იპოვა. მას ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული.

 

გამოძიება დაწყებულია. საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით - თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე.

 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველო,  მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, აწარმოებს. 

 

1994  წელს დაბადებული ნიკოლოზ უგულავა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2014  წლის 4 ოქტომბრიდან ირიცხებოდა. იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდამჭერი ბატალიონის დაცვის ასეულში სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიდა. 

თავდაცვის სამინისტრო სრულად დაფარავს წვევამდელის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს".

 

   "ივერიონი" მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს და სრულიად საქართველოს კიდევ ერთი ჩამქრალი სიცოცხლის გამო.

დავით ცხვარაძე

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: