დავით თევზაძე: კარგია, რომ კვიციანი სასამართლომ გაათავისუფლა!
თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით თევზაძის განცხადებით, კარგია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კვიციანი გაათავისუფლა, თუმცა ცუდია, რომ მას ბრალი დაუტოვეს,- ამის შესახებ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით თევზაძემ განაცხადა.
"კარგია, რომ კვიციანი გარეთაა, თუმცა, რაც სასამართლოზე გამოაცხადეს, არ არის სწორი. მას ბრალი ისევ დაუტოვეს. ამის გასაჩივრება კვიციანს არ შეუძლია, თუმცა, შეუძლია სამოქალაქო საზოგადოებას და ის ამას გააკეთებს", - განაცხადა დავით თევზაძემ.