ეფექტური თავდაცვა და ბერუჩაშვილის მარცხი
მას შემდეგ, რაც საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი საკუთარი შეცდომის ჟურნალისტზე გადაბრალებით თავის მართლებას შეეცადა, თითქოს გამოუვიდა კიდეც, რადგანაც, სამწუხაროა თუმცა ფაქტი, რომ ჟურნალისტები სკანდალის გამოსაწვევად მსგავს ხერხებს არც თუ იშვიათად მიმართავენ. ამჯერად ბერუჩაშვილმა ერთი რამ ვერ გათვალა-ვისთან ჰქონდა საქმე? ქალბატონმა მინისტრმა ამ შემთხვევაში ხელის შეწმენდა გადაწყვიტა არა რომელიმე რიგით, მედიაში შემთხვევით მოხვედრილ, არამედ საკმაოდ დახვეწილ და აკადემიურ გამოცემაზე, ხოდა შედეგმაც არ დააყოვნა და „რადიო თავისუფლებამ“ თამარ ბერუჩაშვილთან ინტერვიუს აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც გარკვევით ისმის როგორ ამბობს ქალბატონი მინისტრი, შემდეგ სიტყვებს: "ახლა დროებით ვაჩერებთ ვაჭრობის საკითხზე ამ დიალოგს, მას აზრი არა აქვს, რუსეთს ნებისმიერ მომენტში შეუძლია ისევ აამოქმედოს ემბარგო".
ვფიქრობთ საკითხი ამოწურულია, დროა კოლეგებს წარმატებები და მინისტრს ასევე წარმატებული ინტერვიუები ვუსურვოთ.