ნიკო ნადირაშვილი: ბატონო ბიძინა, ჩვენს-შორის დარჩეს და გულწრფელად მიპასუხეთ...

ნიკო ნადირაშვილი: ბატონო ბიძინა, ჩვენს-შორის დარჩეს და გულწრფელად მიპასუხეთ...

ბატონო ბიძინა,

ეს რა მოისმინა ჩემმა ყურებმა... რაო, რაო???... 

თქვენს პოლიტიკაში დაბრუნებას "მეორედ მოსვლა"-ს ადარებთ"???... 

და მართლა 200 სერიანი ფილმის გადაღებას იწყებთ???...

წარმომიდგენია, თქვენი აშენებული 200 ქარხანა ჯერ, რომ ჩაირთვება მერე, რომ აგუგუნდება და ამ ქარხნებში მომუშავე - დაღლილ ხალხს, შინ მისვლისას, თქვენივე გადაღებული 200 სერიანი ფილმი რომ დახვდება და ისიც თქვენსავე შექმნილ "ცისფერ" ეკრანზე... 

ნაღდად თქვენზე ყოფილა ნათქვამი - "იდეებ რა უყოს კაცმა აღარ იცისო"... 

არა, არა რას ბრძანებთ... ეგეთი დიდებული იდეები თბილისში თქვენს გარდა, განა ვის უნდა მოუვიდეს თავში?!... რა თქმა უნდა არც არავის!!!... 

ჰო მართლა მაინტერესებს, მაგ "კინოში"-ც ისეთივედ უნდა წარმოგვიჩინოთ საკუთარი თავი, როგორიც ცხოვრებაში ხართ???..

რამოდენიმე ათეული წლის წინ, ჩრდილოეთ კორეაში ვიყავი კონცერტის ჩასატარებლად და იქ ყოფნის დროს მასპინძლებმა მანახეს ფილმი კორეის მაშინდელი ბელადის შესახებ... 

იმედი მაქვს, რომ თქვენი ფილმი, კორეაში ნანახ ფილმს არ დაემსგავსება...

ბატონო ბიძინა, 

თქვენთვის "თბილისელობა" თურმე ისედაც, დიდს არაფერს ნიშნავს და, ხომ არ აჯობებდა ნარიყალაზე შემოდგმული ეგ თქვენი შუშის სასახლე სადმე, უღრან ტყეში რომ გადაგედგათ???...

ისე, ჩვენს-შორის დარჩეს და გულწრფელად მიპასუხეთ:

კარგია "გოროდი" არა???...

პატივისცემით,

ნიკო ნადირაშვილი

ნიუ-იორკი, 2015 წ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: