ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

გაგი მოსიაშვილი: "საგამოძიებო მოქმედებები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს"

გაგი მოსიაშვილი: "საგამოძიებო მოქმედებები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს"

იური ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებაში წინსვლაა  პროკურატურა სწრაფი ტემპით მუშაობს, განცხადება ამის შესახებ  იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა გააკეთა. მისივე თქმით, დღეს პროკურატურაში  საგამოძიებო გუნდთან შეხვედრას გამართავს.


მოსიაშვილის განცხადებით, საქმეში გარკვეული მნიშვნელოვანი დეტალია,თუმცა ადვოკატმა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კონკრეტულ სიახლეებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

"ჩვენი მიზანია, ობიექტური რეალობა დადგინდეს.  გარკვეული სახის ინფორმაცია მივაწოდეთ გამოძიებას. აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. არის მნიშვნელოვანი და საინტერესო დეტალები, რომელსაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერ ვერ გავახმაურებთ. არ შეიძლება ინფორმაციის გამჟღავნება მანამ, სანამ არ მოხდება მათი გადამოწმება. დაცვის მხარე დღეს გარკვეულ ინფორმაციას მიაწვდის პროკურატურას. არის წინსვლა, თუმცა რა სახის წინსვლაა, ჯერ საზოგადოებასთან ვერ გავამჟღავნებთ. ძალიან ბევრი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და დღემდე ტარდება. საქმე შესაძლებელია, 2, 3 ან 6 თვეში გაიხსნას, ამას ზუსტად ვერავინ იტყვის მაგრამ ფაქტია, რომ საგამოძიებო მოქმედებები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს",- განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: