პაატა კოღუაშვილი: მალე ხალხი „ქართული ოცნების“ ლიბერალურ ფრთას ხეებს გაუმზადებს ჩამოსაკიდად!

პაატა კოღუაშვილი: მალე ხალხი „ქართული ოცნების“ ლიბერალურ ფრთას ხეებს გაუმზადებს ჩამოსაკიდად!

საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ანტიქართულ კანონპროექტზე, რომელიც უცხოელებზე მიწის შეუზღუდავად მიყიდვას ითვალისწინებს, გვესაუბრება ექსპერტი უძრავი ქონების საკითხებში, პროფესორი პაატა კოღუაშვილი.

-ბატონო პაატა, “სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში ცვლილებებია დაგეგმილი, რომლებიც იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროებმა მოამზადეს. თქვენი აზრით, არის თუ არა ეს კანონპროექტი  ანტიეროვნული, როგორც ამას საზოგადოების უმეტესი ნაწილი უწოდებს?

-მიწა აბრაამიდან დღემდე იყიდება, მაგრამ მთავარია, არის თუ არა მასში ჩადებული საზოგადოებრივ-სოციალურ-პოლიტიკურ-ეროვნული ინტერესები.

 უცხოელმა, რომელიც საქართველოში შეიძენს მიწას, სახელმწიფოს უნდა წარმოუდგინოს საინვესტიციო გეგმა, რომელიც საზოგადოებრივ-სოციალურ-პოლიტიკურ- ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება. მაგალითად, თუ სასურსათო წარმოებას ააშენებს, საქართველოს სურსათის უსაფრთხოებას უნდა შეუსაბამოს და ა შ.

ყოვლად დაუშვებელია უცხოელისთვის მიწის სპეკულაციის მიზნით მიყიდვა (დღეს იაფია და მერე ძვირად გავყიდიო).

ბალტიის ქვეყნების კონსტიტუციაში პირდაპირაა ჩაწერილი, უცხოელს მიწას მაშინ მიჰყდიან, თუ მათი საზოგადოებრივ-სოციალურ-პოლიტიკურ- ეროვნული ინტერესები იქნება გათვალისწინებული. მეტიც, ისინი ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეების გარდა, ე.წ. მესამე ქვეყნის მოქალაქეებზე არც ჰყიდიან მიწებს და ტყეს.

პირველი ვარიანტი “სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ“ კანონპროექტისა დავიწუნეთ, შექმნეს ახალი, მაგრამ უარესად გამოშიგნული. ერთი სიტყვით, ამ კანონპროექტის შემქმნელები უბოდიშებენ უცხოელებს, ის კი არ ესმით, რომ ერთ კაცს შეუძლია საქართველოში შექმნას 200-500 იურდიული პირი და მიწა ისე იყიდოს (რომელსაც საერთოდ არ სწყალობს ევროპული ქვეყნები).

-და, რომელ ევროპულ ქვეყანას აქვს ის  მოდელი, რომლის მიღებასაც პარლამენტი აპირებს?

-არც ერთს!

აშშ-ს მიწის  0, 7 % აქვს გასხვისებული უცხოელებზე, ავსტრიასა და  შვეიცარიაში  უცხოელს მიწის შეძენამდე ენის ცოდნას და სხვა დამატებით ვალდებულებას აკისრებენ. დანიაში მიწის ორ ნაკვეთზე მეტის ქონა შეუძლებელია და ისიც 20 კმ-ით უნდა იყოს დაშორებული ერთმანეთისგან.

ჩემი აზრით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შეიძლება გასხვისდეს მხოლოდ იმ იურიდიულ პირზე, რომელიც ამ მიწის 50-%-ზე მეტს არ ფლობს.

დღეს ე.წ. “ქართული ოცნების“ ლიბერალური ფრთა “ნაციონალების“ ენაზე საუბრობს. მათ საჭიროა იცოდნენ, რომ მალე ხალხი გაუმზადებს ხეებს ჩამოსაკიდად.

-თქვენი აზრით, უცხოელებისთვის მიწის მიყიდვაზე დაწესებული მორატორიუმი შეუშლის თუ არა ხელს საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას და მზადაა თუ არა ქართული სოფლის მეურნეობა ევროპული წამახალისებელი აქტივობების დასანერგად?

-საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ქართველ გლეხს ხანჯალი ჩასცა ზურგში, როცა, თავის დროზე,  სასოფლო-სამეურნეო მიწებზე არსებული შეზღუდვები გააუქმა და უცხოელებს მისი ყიდვა გაუიოლა.

დღევანდელი სოფლის მეურნეობა დიდი ინვესტიციებისთვის მზად არ არის. 10 წელიწადში საქართველოს სოფლის მეურნეობაში შემოსული ინვესტიციები 0,33%-დან 1,7%-მდეა, რაც სასაცილოა. ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე აზრს პარლამენტი დემოსს უნდა დაეკითხოს, მაგრამ  ჩვენთან ხალხი გვერდზეა მიგდებული!

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია არაკვალიფიციური და არაპროფესიონალია ამ დარგში. მისი განცხადება “ვინც მიწას დაამუშავებს, ნაკლებს გადაიხდის, ვინც არა-მეტს“ აბსოლუტურად მიუღებელია.

მე ერთხელ მივწერე ბიძინა ივანიშვილს ამ პრობლემასთან დაკავშირებით, პრემიერ ღარიბაშვილსაც მივწერე, მაგრამ ამაოდ. წერილში ისეთი სტრუქტურის დაფუძნებას ვითხოვ, მიწას რომ აღრიცხავს და მის ბალანსს შეისწავლის.

ახლა კიდევ ვამზადებ ამავე შინაარსის წერილს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის სახელზე  და ასე ვიწყებ: “კიდევ ერთხელ მოგმართავთ...“.  სასაცილოა, რომ პასუხი ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების დეპარტამენტმა გამცა - ქონების სააგენტოს  ინვენტარიზაციას ვაკეთებთო.  ტელეფონის ნომერიც არ  ეწერა იმ პასუხის ფურცელზე, რომ დამერეკა და ისე მესაუბრა პრობლემაზე. საქმეს არაფერი ეშველება, ივანიშვილმა დროზე თუ არ შეცვალა  ეკონომიკის სამინისტროში მოკალათებული  “ჩემი ცოლის დაქალები“.

-სოფლის მეურნეობაში არსებული პრობლემები აიძულებს თუ არა ქართველ გლეხს მშობლიური მიწის სიძულვილს და შეუწყობს თუ არა ხელს უცხოტომელთა თავაშვებულ თარეშს ნოყიერ ქართულ მიწებზე?

-ინდოეთში 1 ჰექტარი მიწა რომ გაყიდო, საქართველოში 25 ჰექტარს იყიდი. ასეც იქცევიან, მოდიან და სახლდებიან. ბარემ გავაკეთოთ განცხადება და მივყიდოთ მიწები ყველას, ვისაც მოუნდება. ისეთი ინვესტიცია კი, რომელშიც ფული მიწიდან მოგების მიღების მიზნით ჩაიდო, საქართველოში არ არსებობს.  აქედან გამომდინარე, არც ერთი უცხოელი, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო მიწა აქვს შესყიდული, საზოგადოებრივ-სოციალურ-პოლიტიკურ- ეროვნული ინტერესებით დავალდებულებული არ არის.  ამის გამო კი პასუხი უნდა აგონ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დემეტრე ქუმსიაშვილმა და სხვა მისმა მსგავსმა განათლებულმა უცოდინრებმა. თუმცა, ეს საკითხი ცალკეული მინისტრების დონეზე არ წყდება - ეს მთლიანად დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებაა.

                                                            ესაუბრა ია ჯღარკავა

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: